ის სახის და თმის მოსავლელად ასპირინს იყენებს. შედეგი დაუჯერებელია!

2498

ის სახის და თმის მოსავლელად ასპირინს იყენებს. შედეგი დაუჯერებელია!

ასპირინი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამკურნალო საშუალებაა. ასპირინი შეგიძლიათ სხვადასხვა სფეროში გამოიყენოთ, მაგალითად: სახლის დასალაგებლად, მცენარეების მოსავლელად და გარეგნობის გასაუმჯობესებლად.

აი, რა შეგიძლიათ გააკეთოთ მხოლოდ ერთი ასპირინით:

თმის ზრდის დაჩქარება; კანის გაწმენდა მკვდარი ნაწილაკებისგან; ქერტლის მკურნალობა.

ასპირინი თმას მატებს მოცულობას და ბზინვარებას. აცეტილსალიცილის მჟავა არბილებს თმას, უფრო მართვადსა და ბზინვარეს ხდის მას. თმის ცვენის საწინააღმდეგოდ კარგია ასპირინი, მოქმედებს საკვებ ნივთიერებებთან (ზეთები, ვიტამინები). ასევე, შეუძლია ცხიმიანი თმის პრობლემების მოგვარება. ასპირინი აქრობს ლორწოსა და ჭარბ ცხიმს, ღრმად ასუფთავებს კანს. ძირები ნორმალურად სუნთქავს და ხრტილოვანი ჯირკვლების ფუნქციები წესრიგდება.

ასპირინის ნიღბები თმისთვის:

გახსენით 3 ტაბლეტი ასპირინი ნახევარ ლიტრ თბილ წყალში, გვირილის ან ოხრახუშის ნაყენთან ერთად. თმის დაბანის შემდეგ გადაივლეთ ნაყენი და თმა შეიშრეთ ფენის გარეშე.

თმის მოვლის დროს ძმარი და ასპირინი ერთმანეთს იდეალურად ავსებენ. ასპირინის 1 ტაბლეტი და 10-15 მლ ვაშლის ძმარი გახსენით 500 მლ წყალში. გადაივლეთ უკვე დაბანილ თმაზე და გაიშრეთ.

აიღეთ 3 აბი ასპირინი და დაფქვით. დაფქული ასპირინი ჩაამატეთ იმ რაოდენობის შამპუნში, რომელიც ერთ დაბანაზე გეყოფათ. კარგად დატენიანებულ თმაზე წაისვით, აიქაფეთ და იკეთეთ თავის კანის მსუბუქი მასაჟი თითის ბალიშების დახმარებით. გაჩიერეთ მასა სულ რამდენიმე წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ. უკვე პირველივე გამოყენების შემდეგ თქვენი თმა საგრძნობლად გაიზრდება მოცულობაში და შეიძენს დამატებით ბზინვარებას. თმის მოსაველად ასპირინის გამოყენება რეკომენდებულია კვირაში მაქსიმუმ 2-ჯერ.

ასპირინის ნიღბები სახის კანისთვის:

ეს ნიღბები ეფექტურია როგორც ნაოჭების, ისე გამონაყარის წინააღმდეგ.

5-6 ტაბლეტი ასპირინი გახსენით წყალში, დაუმატეთ 1 ჩ/კ ხაჭო ან კეფირი, 1 ჩ/კ ლიმონის წვენი. გადაურიეთ და წაისვით პრობლემურ ადგილებზე(სახე, ყელი) .გაიჩერეთ 20 წუთი და ჩამობანეთ.

დაფშვენით 5-6 ცალი ასპირინი, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი წყალი, რომ მასა იყოს პასტისებური. დაუმატეთ 1 ჩ/კ თაფლი, შემდეგ რამდენიმე წვეთი ნუშის ზეთი. გადაურიეთ კარგად, წაივით სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთი.

დაფშვენით 5-8 ცალი ასპირინი, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი წყალი. ცალკე ჭურჭელში გახსენით 1 ჩ/კ საჭმელი სოდა 250მლ წყალში, ბოლოს გადაურიეთ ყველაფერი და ბამბის დისკით წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 10 წუთი და ჩამოიბანეთ.

ასპირინის ნიღაბი დამსკდარი ქუსლებისთვის:

თქვენ უნდა აურიოთ ერთმანეთში 250 მლ-ის 70 %-იანი ალკოჰოლი და 10 დაფხშვნილი ასპირინი. აურიეთ ხოლმე ეს მიქსტურა ერთმანეთში და ბამბის დახმარებით დაიდეთ დახეთქილ ქუსლზე. მთელი ღამით დაიტოვეთ. დილით კი დაიბანეთ და გაიშრეთ, გლიცერინის კრემი წაისვით. ეს არაჩვეულებრივი საშუალება 10 დღეში განგკურნავთ !


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

frenis kompensacia
frenis kompensacia