გაითეთრეთ კბილები ამ ხალხური საშუალებების დახმარებით. საუკეთესო შედეგს მიიღებთ!

911

გაითეთრეთ კბილები ამ ხალხური საშუალებების დახმარებით. საუკეთესო შედეგს მიიღებთ!

გთავაზობთ სახლის პირობებში მოსამზადებელ რეცეფტებს.

საჭმელი სოდის კბილის პასტად გამოყენება:  შეურიეთ 1 ს/კ სოდა ცოტა წყალში. მიღებული მასის კონსისტენცია უნდა ჰგავდეს კბილის პასტას. გაიხეხეთ კბილები ამ ნარევით. შეეცადეთ არ გადაყლაპოთ. დატოვეთ ნარევი კბილებზე 10 წუთის განმავლობაში. გამოივლეთ პირი თბილი წყლით. დაელოდეთ 5 წუთს და გაიხეხეთ კბილები კბილის პასტით, როგორც ყოველთვის.

საჭმელი სოდისა და კბილის პასტის შერევა: შეურიეთ მცირე რაოდენობის კბილის პასტა და სოდა. გაიხეხეთ კბილები ამ ნარევით. გამოივლეთ პირი თბილი წყლით. ორივე ეს მეთოდი საკმაოდ ეფექტურია და მათი გამოყენება დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება. პირველი მეთოდი უფრო მეტ დროს მოითხოვს, მაგრამ მისი შედეგები უკეთესია, გაითვალისწინეთ, რომ მისი გამოყენება შეგიძლიათ არა უმეტეს 1 ჯერ კვირაში. კბილების გათეთრების მეორე მეთოდის გამოყენება შეიძლება კვირაში რამდენჯერმე.

ვაშლის ძმარი კბილებისთვის: ამ მეთოდს არ აქვს კარგი გემო, მაგრამ მისი ეფექტურობა უდავოა. ჩაასხით პატარა ჭიქაში ძმარი. გამოივლეთ ისე რომ არ გადაყლაპოთ. მერე კარგად გამოიბანეთ პირი.

მარწყვს აქვს ბუნებრივი მათეთრებელი თვისებები. იგი შეიცავს ვაშლის მჟავას, რაც შესანიშნავია ლაქების მოსაშორებლად. არსებობს რამოდენიმე მეთოდი, თუ როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ მარწყვი კბილების გასათეთრებლად. აიღე ერთი მარწყვი, შუაზე გაჭერით. წაისვით კბილებზე ნახევარი მარწყვი, გააჩერეთ 5-10 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ გაიხეხეთ კბილები კბილის პასტით, როგორც ყოველთვის. ეს შესანიშნავი გზაა თქვენი კბილების გათეთრებისთვის, დიდი დროისა და ფულის გარეშე. მისი გამოყენება შეიძლება კვირაში ორჯერ.

რძის პროდუქტები - რძე და რძის პროდუქტები ხელს უწყობს კბილის მინანქრის რემინერალიზაციასა და კარიესის პროფილაქტიკას. რძე და მაწონი ამაგრებს კბილებსა და ღრძილებს.

უმი ისპანახი - მასში არსებული ანტიქოსიდანტების წყალობით, უმი ისპანახი ეფექტურად ასუფთავებს კბილებს და ანიჭებს ბუნებრივ ბრწყინვალებას.

ფორთოხლის ცედრა - შესანიშნავად მოქმედებს კბილებზე, წრიული მოძრაობით გაიწმინდეთ კბილები ფორთოხლის კანით.

დაფნის ფოთოლი - დაფქვილი დაფნის ფოთოლი შეურიეთ ფორთოხლის ცედრას და მიიღებთ მძლავრ მათეთრებელ საშუალებას. წაისვით ეს ნარევი კბილებზე 10 წუთის განმავლობაში და შემდეგ გამოივლეთ წყალი.

რეჰანი - რეჰანის ფოთლები კბილების მათეთრებელი ბუნებრივი საშუალებაა. თუ მას დავუმატებთ მდოგვის ზეთს და ამ ნარევით გავიწმენდთ კბილებს, ის გაამაგრებს კბილებს და შემატებს ბრწყინვალებას.

ალოე - ალოე ტოქსინების გამოდევნის ბუნებრივი საშუალებაა. შეურიეთ ალოეს წვენი გლიცერინს და 15 წუთის განმავლობაში გაიწმინდეთ კბილები. შემდეგ გამოივლეთ პირის ღრუში ცივი წყალი.

კურკუმა - დაფქვილი კურკუმა კბილების ერთ-ერთი საუკეთესო მათეთრებელი საშუალებაა. დაუმატეთ მწიკვი მარილი, ლიმონის წვენი, კარგად აურიეთ, წაისვით კბილებზე, გაიჩერეთ 15 წუთი და გამოივლეთ ცივი წყალი.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

frenis kompensacia
frenis kompensacia