დალიეთ კურკუმას რძე ყოველ საღამოს და დაივიწყეთ ჯანმრთელობის პრობლემები. “ოქროს რძის” გასაოცარი თვისებები

1017

დალიეთ კურკუმას რძე ყოველ საღამოს და დაივიწყეთ ჯანმრთელობის პრობლემები. "ოქროს რძის" გასაოცარი თვისებები

კურკუმას რძეს უამრავი სარგებლის მოტანა შეუძლია ადამიანის ორგანიზმისთვის. კურკუმასა და რძის ნარევი გამოიყენება, როგორც ბუნებრივი სამკურნალო საშუალება ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად.

ეს ჯანსაღი სასმელი დაგეხმარებათ სახსრების ანთების შემცირებაში, იმუნიტეტის ამაღლებაში, გულისა და სისხლის მიმოქცევის სისტემის გაუმჯობესებაში, წონის დაკლებასა და სისხლში შაქრის გაკონტროლებაში. ასევე არსებობს მტკიცებულებები, რომ კურკუმას აქვს კიბოს საწინააღმდეგო თვისებები.

"ოქროს რძე'' იმდენად სასარგებლო სასმელია, რომ არავის აწყენს თუ ყოველ საღამოს დალევს. ამ საოცრების მთავარი შემადგენლობა კურკუმაა. კურკუმას ფესვების და ფოთლების შემადგენლობაში შედის უამრავი ეფექტური ზეთი, რომელთა უკუჩვენების მოძებნა ძალიან რთულია.

გთავაზობთ ამ სასმელის შთამბეჭდავ დადებით მხარეებს: ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, ამაღლებს იმუნიტეტს, გააჩნია ანტიკარცენოგენური თვისებები, არეგულირებს ქოლესტერინს, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. კარგია ღვიძლის დეტოქსიკაციის დროს. არეგულირებს ზედმეტ წონას და ნივთიერებათა ცვლას. აუმჯობესებს მეხსიერებასა და ტვინს მუშაობას. ინიშნება კანის დაავადებების დროს. კარგია ნევროლოგიური დაავადებების მკურნალობისას.

ახლა კი შემოგთავაზებთ რეცეპტს "ოქროს რძის მოსამზადებლად":

დაგჭირდებათ: 1 ჭიქა რძე (უმჯობესია თუ იქნება მცენარეული (ნუში, ქოქოსი, შვრია); 1 ჩაის კოვზი ქოქოსის კარაქი, 1 ჩაის კოვზი კურკუმა, 1/2 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი, 1/2 ჩაის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილი, 1 მწიკვი შავი პილპილი  და 1 ჩ/კ თაფლი. ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ქვაბში და მოადუღეთ. შემდეგ დაბალ ცეცხლზე დატოვეთ 10 წუთის განმავლობაში.

მიიღეთ თქვენთვის სასიამოვნო ტემპერატურის. ასევე, შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ რამდენიმე დღის სამყოფი და შეინახოთ მაცივარში. გაზარდეთ ინგრედიენტები იმდენჯერ, რამდენ დღეზეც გინდათ, რომ მოამზადოთ სასმელი.

კურკუმიანი თბილი ჩაი გაგიუმჯობესებთ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას, მოგიხსნით გულისრევის შეგრძნებას, სპაზმს, მუცლის შებერილობას, ჯანჯაფილი კი იმუნიტეტსაც გაგიძლიერებთ.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

frenis kompensacia
frenis kompensacia