როგორ გავთავისუფლდეთ სლოკინისგან- ყველაზე ეფექტური მეთოდები.

1116

როგორ გავთავისუფლდეთ სლოკინისგან- ყველაზე ეფექტური მეთოდები.

სლოკინი ხდება მაშინ, როდესაც დიაფრაგმა უცბად და უნებურად იკუმშება (ვიწროვდება), რაც იწვევს სლოკინის ხმას, რომელიც წარმოიქმნება სასულის ზემოთა ნაწილში. არსებობს სლოკინის სამი ტიპი: მსუბუქი (გრძელდება ცოტა ხანს), ხანგრძლივი და შეუჩერებელი.

სლოკინი არის რეფლექსური ქმედება, რაც ნიშნავს, რომ თქვენ ვერ აკონტროლებთ მას. ის გავრცელებული მდგომარეობაა და ადამიანთა უეტესობას ემართება ცხოვრების განმავლობაში. სლოკინი შეიძლება დაემართოს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, ბავშვების ჩათვლით და ჩვეულებრივ მას რაიმე გარკვეული გამომწვევი მიზეზი არ აქვს, თუმცა სლოკინის მოკლევადიანი ეპიზოდები კავშირშია: ალკოჰოლის მოხმარებასთან, თამბაქოს მოწევასთან, მუცლის შებერილობასთან, ძალიან სწრაფად კვებასთან, ან ძალიან ცხარე საკვების მიღებასთან, ცხელი, ან გაზიანი სასმელის დალევასთან და ა.შ.

სლოკინის მკურნალობა: უმეტეს შემთვევაში, სლოკინი მალე გაივლის და ძირითადად გრძელდება მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში. სლოკინის შესაჩერებლად გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები: ძალიან ცივი, ყინულიანი წყლის მოსმა; სუნთქვის შეკავება მცირე ხნით; ლიმონის მოკბეჩა; ნატეხი შაქრის გადაყლაპვა; ძმრის გასინჯვა, მუხლების მიტანა მკერდთან.

15 წამი შეუსვენებლად დალიეთ წყალი. ასეთი გადაყლაპვა შეუჩერებლად და სუნთქვის გარეშე, მოქმედებს ნეკნთაშუა კუნთებზე და დიაფრაგმაზე, რაც ანეიტრალებს დიაფრაგმის სპაზმს.

ამბობენ, რომ ლიმნით გაჟღენთილი შაქრის მიღება ხელს უშლის სლოკინს.

დააჭირეთ ენის ძირს თითები ისე, თითქოს პირღებინების გამოწვევას ცდილობთ. ამით სწრაფად მოიხსნით სლოკინის გამომწვევ სპაზმებს საყლაპავსა და დიაფრაგმაში.

სლოკინის დროს ასევე ეფექტურია თაფლის გადაყლაპვა.

უნდა იცოდეთ, რომ ჭიპი პირდაპირ კავშირშია დიაფრაგმასთან. ამიტომ, თქვენ მხოლოდ ყინულის კუბი უნდა მოათავსოთ ჭიპზე, რაც კუნთების შეკუმშვას გამოიწვევს, მათ შორის დიაფრაგმას, რომელიც ასე ძალიან გვაინტერესებს. სლოკინი გაივლის სწრაფად.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები