სეზამის მარცვლები შეუცვლელია! აი, რატომ უნდა ჭამოთ ის, რაც შეიძლება ხშირად.

4924

სეზამის მარცვლები შეუცვლელია! აი, რატომ უნდა ჭამოთ ის, რაც შეიძლება ხშირად.

სეზამის მარცვლები ერთერთი ყველაზე მდიდარი პროდუქტია, რადგან მასში უხვადაა კალცი, ანტიოქსიდანტები. ამ სტატიაში ჩვენ გასწავლით სხვადასხვა სახის სეზამის თესლებს და მათ კვებით ღირებულებებს.

შავი სეზამის მარცვალი– ეს თესლი ფართოდ გამოიყენება მძაფრი არომატის გამო, რომელსაც ცხობის დროს გამოყოფს. იგი ისეთივე სასარგებლოა, როგორც სეზამის სხვა სახეობის მარცვლები. ძალიან არომატული და ინტენსიური სუნი აქვს. ამ თესლებისგან ამზადებენ, აგრეთვე, სეზამის მაღალხარისხოვან ზეთს. ნედლი სეზამის თესლს უფრო მეტი საკვები ღირებულება აქვს, ვიდრე თეთრს. ის შეიცავს რვაჯერ მეტ კალციუმს, ვიდრე თეთრი თესლი. ნედლი თესლის პროდუქტები, როგორიცაა ტაჰინის ზეთი და პასტა, უფრო მუქი და მწარეა.

თეთრი თესლისგან ამზადებენ ნამცხვრებს, პურებსა და სხვა ცომეულს – ის მათ ხრაშუნა სტრუქტურას ანიჭებს. მათი წონის დაახლოებით 50% არის ზეთი. იგი ძირითადად მოიპოვება ჩინეთსა და იაპონიაში. იგი ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს.

სეზამის თესლის კვებითი ღირებულება: სეზამის თესლი მდიდარია ცილებით. თუ მათ მარცვლეულს შეურევთ, მიიღებთ ძალიან ძვირფას და ჯანსაღ ცილოვან კერძს. მაგალითად დილით, გერკულესს და ხლოპებს დაუმატეთ ერთი მუჭი. აუცილებელი ცხიმოვანი მჟავები (ომეგა -3 და ომეგა -6) ამ თესლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია. ეს მნიშვნელოვანი და სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. მათ აუცილებელ ცხიმოვან მჟავებს უწოდებენ, რადგან ჩვენს სხეულს არ შეუძლია მათი გამომუშავება, რაც ნიშნავს, რომ უნდა მივიღოთ ისინი ჩვენი კვების რაციონიდან.

სეზამის თესლის კიდევ ერთი საგულისხმო თვისებაა ის, რომ მდიდარია ბოჭკოთი. ბოჭკოვანი უჯრედები აუცილებელია ნაწლავის ჯანმრთელობისთვის, რადგან ის ასუფთავებს ნაწლავის კედელს დაგროვილი ნარჩენებისგან. ეს თესლი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით (B1, B3, B6 და ფოლატით). სეზამის თესლი შეიცავს სხვადასხვა მინერალებს, როგორიცაა ფოსფორი, კალიუმი, მაგნიუმი, თუთია და ა.შ. კერძოდ, სეზამის თესლი კალციუმის ერთ – ერთი ყველაზე მდიდარი წყაროა.

სეზამის თესლის რეგულარული მოხმარება მრავალი თვალსაზრისით სასარგებლოა: ისინი იცავს გულსისხლძარღვთა სისტემას. ეს იმიტომ ხდება, რომ მათში ცხიმოვანი მჟავები აუმჯობესებს არტერიების ჯანმრთელობას, ამცირებს ჰიპერტენზიის, გულის შეტევის და სტენოკარდიის რისკს. სეზამის თესლი დიაბეტით დაავადებულებს ეხმარება. კვლევებმა აჩვენა, რომ სეზამის რეგულარული გამოყენება არეგულირებს წნევას, ამცირებს გლუკოზის რაოდენობას სისხლში. იგი ეფექტურია დეპრესიის დროს. ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი შეიცავენ მნიშვნელოვან რაოდენობას ამინომჟავას ტრიპტოფანს, სეროტონინის წინამორბედს, რომელიც აკონტროლებს სტრესს, შფოთვას, უძილობას, დეპრესიასა და ენერგიის ნაკლებობას. მას შეუძლია დაიცვას თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა თავისი ბოჭკოს წყალობით. სეზამის თესლს შეუძლია გააუმჯობესოს პირის ღრუს მდგომარეობა.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. თქვენ მიიღებთ სასარგებლო და საინტერესო რჩევების ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ. რაც მთავარია, ჩვენს მიერ შემოთავაზებული რჩევები მთლიანად ეფუძნება ნატურალურ და ხალხურ მეთოდებს, რაც არ მოგაყენებთ არანაირ ზიანს. ჩვენი დახმარებით თქვენ შეძლებთ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა და გარეგნობა სახლის პირობებში კომფორტულად და ბიუჯეტურად.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან. ხოლო, სახის ნებისმიერი ნიღბის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მასში შემავალ ინგრედიენტებზე არ ხართ ალერგიულები. ამისათვის საჭიროა მომზადებული ნიღაბი პირველ რიგში წაისვათ ხელზე და დაელოდოთ რამდენიმე წუთი. თუ ალერგიული რეაქცია არ მოგცათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ წაისვათ ნიღაბი სახეზე.

Facebook კომენტარები