როგორ გავიწმინდოთ ნაწლავები სახლის პირობებში?! 5 საუკეთესო მეთოდი თქვენთვის!

2420

როგორ გავიწმინდოთ ნაწლავები სახლის პირობებში?! 5 საუკეთესო მეთოდი თქვენთვის!

ყველასათვის ცნობილია, რომ თაფლი ჩვენი ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს. თაფლით ნაწლავების წმენდა ყველაზე ეფექტურია, მსხვილი ნაწლავის ანთებისა და კოლიტის დროს.

1 ჭიქა ცივ წყალში გახსენით 1ს/კ თაფლი და მიირთვით, ჭამამდე 30 წუთით ადრე. დღის განმავლობაში, სულ 3ჭიქა. მკურნალობის ხანგრძლივობა დაახლოებით ორ კვირას შეადგენს. თაფლი ნაწლავებს შლაკებისა და მავნე ბაქტერიებისაგან წმენდს. ასევე ეხმარება ორგანიზმს სხვადასხვა ვიტამინების შეთვისებასა და ჰორმონების გამომუშავებაში.

ქრონიკული კოლიტის დროს, მიიღეთ თაფლისა და ვაშლის ძმრის ნაზავი. ამ რეცეპტის მომზადება მარტივია: 1ს/კ ვაშლის ძმარი გახსენით ჭიქა წყალში და დაუმატეთ 1 ჩ/კ თაფლი. დღეში 3-4 ჭიქა ასეთი ნარევი უნდა მიირთვათ. კურსის ხანგრძლივობა 1-1, 5 თვეს შეადგენს. წლის განმავლობაში სასურველია 3-4 ასეთი კურსის ჩატარება.

ნაწლავების გაწმენდა საკვები პროდუქტებითაც შეიძლება. ამისათვის ბურღულეულის ფაფები იდელური საშუალებაა. თანაბარი რაოდენობის (ნახევარი ჭიქა) ბრინჯი და შვრია აურიეთ ერთმანეთს, დაასხით წყალი და ადუღეთ შესქლებმამდე. გადმოდგით და დაასხით 2, 5 ჭიქა წყალი. ფაფა მიირთვით სადილისა და ვახშმის დროს. რამდენიმე დღეში თქვენ თავად იგრძნობთ შედეგს. ეს ფაფა გამოდევნის ნაწლავებიდან ნარჩენებს, მავნე ბაქტერიებს, რომლებიც აზიანებენ ნაწლავებს.

აიღეთ შავი ქლიავის ჩირი (100გრ), გარგრის ჩირი (100გრ) და ჭინჭრის გამხმარი ფოთლები (100გრ). ეს ყველაფერი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაამატეთ იმავე რაოდენობის ზეითუნის ზეთი და თაფლი, კარგად ამოურიეთ. ეს ნარევი ინახება მაცივარში, შუშის ბოთლში. მიიღეთ ღამით, 2-3 ს/კ ჭამიდან სამი საათის შემდეგ და დააყოლეთ 300მლ თბილი წყალი.

სუფთა წყალში გახსენით 1 ს.კ. ზღვის ან ჩვეულებრივი მსხვილი მარილი. სწორედ ასეთი ხსნარი ყველაზე კარგად მოერევა ორგანიზმში დაგროვებულ ტოქსინებს. ნაწლავების გაწმენდის პროცედურა უმჯობესია ჩაიტაროთ დილით, როცა ნაკლებად არის დატვირთული უზმოზე. თბილი, მარილიანი წყალი უნდა დალიოთ ერთბაშად. თავიდან საკმარისია 1-2 ჭიქა.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან. ხოლო, სახის ნებისმიერი ნიღბის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მასში შემავალ ინგრედიენტებზე არ ხართ ალერგიულები. ამისათვის საჭიროა მომზადებული ნიღაბი პირველ რიგში წაისვათ ხელზე და დაელოდოთ რამდენიმე წუთი. თუ ალერგიული რეაქცია არ მოგცათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ წაისვათ ნიღაბი სახეზე.

Facebook კომენტარები