დარიჩინის საოცარი თვისებები: გაციებისას, ართრიტისას, კბილის ტკივილის დროს და ა.შ.

1061

დარიჩინის საოცარი თვისებები: გაციებისას, ართრიტისას, კბილის ტკივილის დროს და ა.შ.

დარიჩინს შეუძლია გვიხსნას მრავალი დაავადებისგან და შეაჩეროს დაბერების პროცესი.

ართრიტი.

დაავადებულებს შეუძლიათ მიიღონ 1 ჭიქა თბილი წყალი 2 სუფრის კოვზ თაფლთან და 1 პატარა კოვზ დარიჩინთან ერთად ყოველდღიურად, დილით და საღამოს. რეგულარული მიღებით ქრონიკული ართრიტის მკურნალობა ხდება. კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით ჩატარებულ ბოლოდროინდელ გამოკვლევებში აღმოჩნდა, რომ როდესაც ექიმებმა თავიანთ პაციენტებს დაუნიშნეს ნარევი 1 ს.კ. თაფლი და 1/2 ჩ.კ. დარიჩინი საუზმემდე, ერთი კვირის შემდეგ, 200 პაციენტიდან 73-ს აღარ ჰქონდა სრული ტკივილი, ხოლო ერთი თვის განმავლობაში პაციენტების უმეტესობას, რომელთაც არ შეეძლოთ სიარული ან გადაადგილება ართრიტის გამო, შეძლეს სიარული ტკივილის გარეშე.

ქოლესტერინი.

2 ს.კ თაფლი და 3 ჩ.კ დარიჩინი გადაურიეთ 2 ჭიქა თბილ წყალში. შეამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს 10% -ით 2 საათის განმავლობაში. ისევე როგორც ართრიტით დაავადებულთა შემთხვევაში, ნარევის მიღება დღეში 3-ჯერ არეგულირებს ქოლესტერინს ქრონიკულ პაციენტებშიც კი. აქვე გეტყვით, რომ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად იღებენ სუფთა თაფლს საკვებთან ერთად, ნაკლებად უჩივიან ქოლესტერინს.

იმუნიტეტი.

ყოველდღიურად თაფლისა და დარიჩინის მიღება აძლიერებს ორგანიზმს, იცავს ბაქტერიებისა და ვირუსებისგან. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თაფლი შეიცავს სხვადასხვა ვიტამინებს და რკინას. თაფლის უწყვეტი მიღება აძლიერებს სისხლის თეთრი უჯრედების შესაძლებლობას, ებრძოლონ ბაქტერიულ და ვირუსულ დაავადებებს.

შარდის ბუშტის ანთება.

აიღეთ 2 ჩ.კ თაფლი და 1 ჩ.კ დარიჩინი, ნელთბილ წყალში გახსენით. ეს კლავს მიკრობებს შარდის ბუშტში.

თმის ცვენა.

თმის ცვენის ან გამელოტების შემთხვევაში შეგიძლიათ თმის ძირებში შეიზილოთ შემდეგი ნარევი: ზეითუნის ზეთი, 1 ს.კ თაფლი, 1 ჩ.კ დარიჩინი. გაიჩერეთ 15 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ. რამოდინემე პროცედურაში დაინახავთ შედეგს.

კანის ინფექციები.

თაფლისა და დარიჩინის ნარევი (თანაბარი რაოდენობით), წაისვით კანის დაზიანებულ ნაწილებზე, კურნავს ეგზემას, სოკოს და კანის ყველა სხვა სახის ინფექციას.

აკნე.

3 ს.კ თაფლით და 1 ჩ.კ დარიჩინით გააკეთეთ პასტა. წიწვით აკნეზე ძილის წინ და დაიბანეთ მეორე დილით თბილი წყლით. 2 კვირის განმავლობაში მუწუკები მთლიანად გაქრება.

მწერის ნაკბენი.

თაფლი გახსენით წყალში და დაუმატეთ დარიჩინი 1 ჩ.კ, ნელა შეიზილეთ სხეულის იმ ნაწილებზე, რომლებიც გექავებათ. აღინიშნება, რომ ტკივილი მცირდება 1-2 წუთის შემდეგ.

კბილის ტკივილი.

1 ჩ.კ დარიჩინი და 5 ჩ.კ თაფლი წაისვით კბილზე რომელიც გტკივათ. შეიძლება გაკეთდეს დღეში 3-ჯერ, სანამ ტკივილი არ ჩაცხრება.

სუნი პირიდან.

გამოივლეთ თაფლისა და დარიჩინის ცხელი ხსნარი დილით, რომ მთელი დღის განმავლობაში პირში სასიამოვნო სუნი არ გქონდეთ.

გაციება.

გაციებულებმა უნდა მიიღონ 1 ს.კ. თბილი თაფლი და 1/4 ჩ.კ. დარიჩინი, დღეში სამჯერ. ის კურნავს თითქმის ნებისმიერ ქრონიკულ ხველას, გაციებას და ცხვირის გაჭედვას.

სიცოცხლის ხანგრძლივობა.

ჩაი თაფლით და დარიჩინით, რომელიც რეგულარულად მიიღება, აფერხებს სიბერის დაწყებას. 1 ს/კ დარიჩინი წამოადუღეთ სამ ჭიქა წყალში, დაუმატეთ 4 ს.კ თაფლი. დალიეთ 1/4 ჭიქა დღეში 3-4 ჯერ. კანი რჩება სუფთა და რბილი და აფერხებს დაბერებას.

დარიჩინის საკვები ღირებულება (1 სუფრის კოვზი): კალორიების შემცველობა – 6 კკალ, მაგნიუმი – 0,38 მგ, საკვები ბოჭკოვანი – 1,24 გრ., რკინა – 0,86 მგ, კალციუმი – 27,84 მგ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან. ხოლო, სახის ნებისმიერი ნიღბის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მასში შემავალ ინგრედიენტებზე არ ხართ ალერგიულები. ამისათვის საჭიროა მომზადებული ნიღაბი პირველ რიგში წაისვათ ხელზე და დაელოდოთ რამდენიმე წუთი. თუ ალერგიული რეაქცია არ მოგცათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ წაისვათ ნიღაბი სახეზე.

Facebook კომენტარები