ეს რეცეპტები დააჩქარებენ თქვენი თმის ზრდას. ერთ კვირაში ნახავთ შედეგს!
უამრავი მიზეზი არსებობს, რის გამოც თმა არ იზრდება, მათ შორის სტრესი და გენეტიკა. თმის განახლება ხდება წელიწადში 20 -25 – ჯერ. არსებობს ექსპერტთა რეკომენდაციები, რომლებიც გვირჩევენ როგორ დავეხმაროთ თმას სწრაფად გაზრდაში.
პირველი, ცხელი ზეთის მასაჟი კვირაში ორჯერ მაინც. ეს საუკეთესო გზაა თმის დაზიანების გამოსასწორებლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება სიმშრალეს. ზეთი სასურველია იყოს ნუშის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ექსპერტი ამტკიცებს, რომ შეუძლებელია თმის ზრდის დაჩქარება, არსებობს რამდენიმე პოპულარული საშინაო საშუალება, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ერთადერთი გზა იმის შესამოწმებლად, რეალურად ამართლებს თუ არა ეს მეთოდები, მათი გამოცდაა.
ხრიკი, რომელიც არასოდეს ჩავარდება - ორსულობა: ორსული ქალების თმა სწრაფად იზრდება! თუმცა, რადგან ეს ხრიკი არ არის ძალიან პრაქტიკული, შეგიძლიათ სცადოთ სხვებიც.
ხახვი- დაჭრილი ხახვი შეურიეთ შამპუნს, გააჩერეთ 15 დღე და შემდეგ დაიწყეთ რეგულარული გამოყენება. ეს ხრიკი არა მხოლოდ დააჩქარებს ზრდას, არამედ თქვენს თმას შემატებს ბზინვარებას. ხახვის კიდევ ერთი მეთოდია -წითელი ხახვის შუაზე დაჭრა და ქვაბში ჩადება ოთხ ნივრის კბილთან და დარიჩინის ორ ჯოხთან ერთად. მიიყვანეთ ადუღებამდე და მოხარშეთ 15 წუთის განმავლობაში. დაიბანეთ თმა ამ პროდუქტით ზედიზედ ოთხი დღის განმავლობაში.
ლიმონი და ხახვი: თასში შეურიეთ თანაბარი რაოდენობით ხახვი და ლიმონის წვენი. შეიზილეთ თმაში.
წიწაკიანი შამპუნი: შეგიძლიათ შეიძინოთ ეს შამპუნი მაღაზიებში.
ყურძნის თესლის ზეთი: ითვლება, რომ ყურძნის თესლის ზეთი აჩქარებს თმის ზრდას. შამპუნის წასმამდე შეიზილეთ ეს პროდუქტი.
ჩასახვის საწინააღმდეგო აბები: დაფშვენით ოთხი ან ხუთი ჩასახვის საწინააღმდეგო აბი და აურიეთ შამპუნში. ეს მეთოდი დააჩქარებს თმის ზრდას, გაჯანსაღებას და გასქელებას მას.
ალოე (ალოე ვერა) და თაფლი: ალოე ვერას სამი ფოთოლი დაჭერით და გელი ამოიღეთ. შეურიეთ გელი და თაფლი, შემდეგ წაისვით თმაზე. 20 წუთი გაიჩერეთ და ჩამოიბანეთ.
კარტოფილის წყალი: კარტოფილის ნახარში გადაივლეთ თავზე, ეს დააჩქარებს ზრდას.
თქვენი თმის კვებავი: 1 კვერცხი, 1 მწიკვი ზეითუნის ზეთი, 2 სუფრის კოვზი თაფლი. შეიზილეთ თმის ძირებში, დაიფარეთ თავი პირსახოცით 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ როგორც ყოველთვის.
როზმარინის წყალი: ყოველდღიურად თუკი თმას როზმარინის წყლით დაიბანთ, დაგეხმარებათ გაზრდაში.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან. ხოლო, სახის ნებისმიერი ნიღბის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მასში შემავალ ინგრედიენტებზე არ ხართ ალერგიულები. ამისათვის საჭიროა მომზადებული ნიღაბი პირველ რიგში წაისვათ ხელზე და დაელოდოთ რამდენიმე წუთი. თუ ალერგიული რეაქცია არ მოგცათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ წაისვათ ნიღაბი სახეზე.