უგემრიელესი "ტუშონკის" მოსამზადებელი ინგრედიენტებია:
- 1 კგ ხორცი
- 0,5 კგ სალა
- 1 სუფრის კოვზი მარილი
- 1-2 დაფნის ფოთოლი თითო ქილაზე
- 5-6 მარცვალი სურნელოვანი პილპილი თითო ქილაზე
- შავი დაფქული პილპილი გემოვნებით
მომზადება:
გარეცხეთ ხორცი გამდინარე წყალში გულმოდგინეთ და გაამშრალეთ. მოაცალეთ მას ტყავი და დაჭერით მსხვილ ნაჭრებად. მოათავსეთ 6-7 სანტიმეტრიანი ნაჭრები თასში და დაუმატეთ პილპილი და მარილი.
კარგად აურიეთ თასის შიგთავსი და გააჩერეთ 1 საათით ხუფის დახურების შემდეგ. გაამზადეთ კარგად გარეცხილი და გასტერილებული მინის ქილები.
ყოველი ქილის ფსკერზე მოათავსეთ 2 დაფნის ფოთოლი სურნელოვან პილპილთან ერთად და შემდეგ მჭიდროდ ჩაალაგეთ ხორცის ნაჭრები.
ხორცის დონე უნდა იყოს 2-3 სმ-ით დაბლა ქილის ნაპირიდან, რათა თავი დაიზღვიოთ შიგთავსის გადმოღვირსგან. ქილებს დაახურეთ ლითონის, რეზინმოცლილი ხუფები. გამზადებული ქილები მოათავსეთ ცივ ღუმელში. თავის დასაზღვევად ღუმელში ქვემოთ დადეთ საცხობი ფორმა, რომელშიც ჩასხმული იქნება ცოტა წყალი.
ღუმელი უნდა გაახუროთ 250 გრადუსამდე. ხორცი ადუღების შემდეგ დაუწიეთ 150 გრადუსამდე და ხარშეთ ამ ტემპერატურაზე 3 საათი.
პარალელურად გაამზადეთ წვრილად დაჭრილი სალა და მოათავსეთ ტაფაში. დაბალ ცეცხლზე გამოადნეთ მისი ქონი და გამზადებულ ხორცს მოასხით.
გამოიღეთ ქილები და მოათავსეთ რეზინები ისევ ხუფებში, შემდეგ კი მოხუფეთ. დატოვეთ ქილები თავით დაბლა თბილად შეფუთული გაციებამდე.