“მადამ ბოვარის” ყველაზე ჯანსაღი და სწრაფი რეცეპტი – თვალებს არ დაუჯერებთ

6856
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

ამ უგემრიელესი კერძის მომზადება შეგიძლიათ როგორც საქონლის და ღორის ფარშით, ისე ქათმის ფილეთიც. უფრო მსუბუქი კერძის მისაღებად შეგიძლიათ მაიონეზი არაჟნით ჩაანაცვლოთ.

საჭირო ინგრედიენტები გახლავთ:

  • კარტოფილი - 1 კგ
  • ხახვი - 100 გ
  • ტკბილი წიწაკა, წითელი - 100 გ
  • კვერცხი - 2 ც
  • მარილი
  • სულგუნი - 200 გ
  • მაიონეზი - 200 გ
  • ნიორი - 20 გ
  • წითელი წიწაკა, დაფქული - გემოვნებით
  • შავი პილპილი
  • საქონლის ხორცის ფარში - 500 გ
მომზადების ინსტრუქცია ასეთია:
გაამზადეთ მოხარშული ან შემწვარი კარტოფილი. საქონლის ან ღორის ფარშის გამოყენების შემთხვევაში მოშუშეთ ის წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად გაცხელებულ ტაფაზე. შეწვისას დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. ქათმის ფილით გაკეთების შემთხვევაში მთლიანი ფილე უნდა შეწვათ ან მოხარშოთ და შემდეგ დაჭრათ. ასევე თხლად დაჭერით ბულგარული წიწაკა და ხახვი. წიწაკა გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ არც გამოიყენოთ.
პარალელურად გაამზადეთ მაიონეზი და დაუმატეთ მას 1 კბილი გაჭყლეტილი ნიორი წიწაკასთან ერთად. შემდეგ ცეცხლგამძლე ფორმა დაფარეთ ცხიმით და მასზე დაალაგეთ ჯერ დაჭრილი კარტოფილი, შემდეგ კი ფარში ან ქათმის ფილე. ამ ყველაფერს დაუმატეთ ზევიდან დაჭრილი ბულგარული და თხლად დაჭრილი ხახვი. შემდეგ თანაბრად გადაანაწილეთ დაჭრილი მოხარშული კვერცხის ნაჭრები და მოაყარეთ ზევიდან გახეხილი კვერცხი, შემდეგ კი მოასხით მაიონეზიც. ეს ყველაფერი კარგად უნდა გადანაწილდეს ზედაპირზე და შემდეგ შედგით მიღებული მასა 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთით.  გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ დაუმატოთ ასევე ერთი ფენა დაჭრილი პამიდორიც.
frenis kompensacia
frenis kompensacia