საჭირო ინგრედიენტებია:
- რეჰანი
- ქინძი
- ხახვი - 2 თავი
- კარტოფილი - 4
- ტკბილი წიწაკა, წითელი - 3
- პამიდორი - 3-4
- ბადრიჯანი - 2-3
- ბატკნის ხორცი - 600 გ
- მწარე წიწაკა, მწვანე - 1
- კარაქი ან დუმა - 70-80 გ
- მარილი და პილპილი
მომზადების ინსტრუქცია ასეთი გახლავთ:
კანგაცლილი პამიდორი დაჭერით მსხვილად. შემდეგ გაამზადეთ საშუალო ზომის ხორცის ნაჭრები და მსხვილად დაჭრილი წიწაკა, ასევე ხახვი ალყა-ალყა. ასევე დაგჭირდებათ ბადრიჯნისა და კარტოფილის ნახევარ რგოლებად დაჭრაც.
გამზადებულ ბოსტნეულსა და ხორცს მოაყარეთ პილპილი და მარილი, შემდეგ კი ხელით აურიეთ კარგად. ცხვრის დუმა ან კარაქი მოათავსეთ ქოთანში, შემდეგ კი შიგნით ჩაყარეთ დაჭრილი ინგრედიენტები. მიღებულ ნაზავს ზევიდან ჩაუმატეთ დაჭრილი პამიდორი და ამის მერე მოაყარეთ მწვანილი. გამზადებული მასა უნდა შედგათ ღუმელში 40 წუთით, მაღალ ტემპერატურაზე მანამ, სანამ ხორცი კარგად არ მომზადდება.