გათავისუფლდით აკნესა და შავი წერტილებისგან მარილის სკრაბით!

2329

გათავისუფლდით აკნესა და შავი წერტილებისგან მარილის სკრაბით!

შავი წერტილები კანის ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემაა, რომელიც 10-დან 8 ადამიანს აწუხებს. შავი წერტილებს იწვევს ფორებში ჩამჯდარი ჭუჭყი და ცხიმი, ამიტომ სახის მაქსიმალური სისუფთავის შენარჩუნება საუკეთესო საშუალებაა მათ თავიდან ასაცილებლად.

სახლში მომზადებული ნიღბები და სკრაბები საუკეთესო, უსაფრთხო ბუნებრივი მეთოდებია შავი წერტილების მოსაშორებლად. ქვემოთ მოცემულია შავი წერტილების ეფექტურად გაწმენდის გზები:

მარილი ხელს უწყობს კანის ზედმეტი ცხიმის შემცირებას და ასევე შესანიშნავი ბუნებრივი სკრაბია შავი წერტილების მოსაშორებლად ამქერცლავი თვისებების წყალობით. ბრინჯის ფქვილი, ისევე როგორც მარილი, ქერცლავს კანის ზედა ფენას, რომელიც არჩენს გამონაყარს და ამარტივებს გაწმენდას. ლიმონის წვენს აქვს ანტიმიკრობული და კანის გამწმენდი თვისებები, რომლებიც აფერხებს ყველა ბაქტერიას ფორებში და ასუფთავებს მათ.

სკრაბს აქვს შესანიშნავი ამქერცლავი თვისებები, რომლებიც რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში, ხელს უშლიან შავი წერტილებისა და აკნეს წარმოქმნას. ეს სკრაბი ხელს უწყობს ზეთის / ცხიმის სეკრეციის კონტროლს ლიმონის წყალობით, რომელიც აბალანსებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას.

დაგჭირდებათ: 1 ჩ.კ მარილი; 1-2 ჩ.კ ბრინჯის ფხვინილი და ნახევარი ლიმონის წვენი.

მომზადება: აიღეთ ჯამი, ჩაყარეთ მარილი, დაუმატეთ ბრინჯის ფხვნილი და კარგად აურიეთ. შემდეგ ჩააწურეთ ნახევარი ლიმონის წვენი. თუ თვლით, რომ სკრაბი ზედმეტად მშრალია, დაუმატეთ კიდევ ლიმონის წვენი.

წაისვით ცხვირზე ან ნებისმიერ პრობლემურ ადგილას. დაიმუშავეთ მასაჟისებური მოძრაობით და შემდეგ გაიჩერეთ 5-10 წუთი. ჩამოიბანეთ კარგად და წაისვით დამატენიანებელი კრემი.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები