საოცარი რამ თქვენი თმისა და კანისთვის, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ კვერცხის ცილით!

1080

საოცარი რამ თქვენი თმისა და კანისთვის, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ კვერცხის ცილით!

როგორც წესი, ცომის მომზადებისას, კვერცხის გულები უფრო სასურველია, ვიდრე ცილა. ამ კვერცხის ცილას მრავალი გამოყენება აქვს, რომელთა შესახებ ალბათ ადრე არ გსმენიათ. გაეცანით სტატიას.

ნიღაბი სახისთვის.

თუ გსურთ გამოიყენოთ კვერცხის ცილა თქვენი სახის გასაწმენდად, აქ მოცემულია ინგრედიენტები: ერთი კვერცხის ცილა; ერთი ჩ.კ თაფლი; ორი ჩ.კ ლიმონის წვენი.

ზემოთ მოცემული სამი ინგრედიენტით მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს: დაამატეთ ორი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი კვერცხის ცილას. ათქვიფეთ ორივე ინგრედიენტი, რომ კარგად გაერთიანდეს. შემდეგ დაამატეთ თაფლი. კვლავ ათქვიფეთ, რომ სამივე ინგრედიენტი გაერთიანდეს.

დაიბანეთ სახე თბილი წყლით. წაისვით ნიღაბი და გააჩერეთ 10-15 წუთი. ჩამოიბანეთ ისევ თბილი წყლით. ეს ნიღაბი ეფექტურია შავი წერტილების მოსაშორებლად, ამავე დროს ატენიანებს კანს.

კვერცხის ცილა კარგია ნაოჭების წინააღმდეგ საბრძოლველად. აქ მოცემულია ნაბიჯები ანტიასაკობრივი გამწმენდის მოსამზადებლად: მოათავსეთ კვერცხის ცილა თასში. დაამატეთ წყალი და აურიეთ კარგად. წაისვით ხსნარი სახეზე. ამოიბანეთ წყლით 15 წუთის შემდეგ. ამის გაკეთება რეგულარულად, დაგეხმარებათ შეამციროთ ნაოჭები და ფორებიც კი დააპატარაოთ.

თმის მოვლა.

კვერცხი ყველაზე მდიდარია ცილებით. ცილა შესანიშნავია თქვენი თმის კონდიცირებისთვის, ასევე თმის თითოეული ღერის გასაძლიერებლად. მომზადების წესი: აიღეთ ცილა და ჩაასხით ჯამში. დაამატეთ ცოტა ზეითუნის ზეთი. წაისვით თმაზე. გაიჩერეთ 10-15 წუთი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. თუ ეს სუნი არ მოგწონთ, შეგიძლიათ ნარევს ორი წვეთი არომატული ზეთი დაუმატოთ. გარდა ამისა, თუ თმა ნამდვილად მშრალია, უნდა გქონდეთ მინიმუმ 2 ცილა.

კვერცხის ცილა გასაწმენდად. კვერცხის ცილა არის წებოვანი და სქელი. ცილა შეგიძლიათ გამოიყენოთ ტყავის ჩექმების, ჩანთების და ნებისმიერი ტყავის გასაწმენდად, ლაქების მოსაცილებლად. უბრალოდ ძალიან ნაზად წაუსვით ტყავს და შემდეგ ნაჭრის მეშვეობით მოაცილეთ. ეს არა მხოლოდ ასუფთავებს ზედაპირს, არამედ აძლიერებს მას, რადგან ცილები იცავს კანის ძირითად საფარს.

frenis kompensacia
frenis kompensacia