იცით რატომ არის სასარგებლო უზმოზე ნიორის ჭამა? ეს უნდა იცოდეთ

4932

იცით რატომ არის სასარგებლო უზმოზე ნიორის ჭამა? ეს უნდა იცოდეთ

ალტერნატიული მედიცინის სფეროში ნიორი ითვლება ერთ–ერთ ყველაზე ეფექტურ საკვებად, როდესაც საქმე დეტოქსიკაციას ეხება. მედიცინის ამ დარგის ექიმები ამბობენ, რომ ნედლი ნიორი იმდენად ძლიერია, რომ იგი ახდენს პარაზიტებისა და ჭიების ორგანიზმიდან განდევნას და ხელს უწყობს ისეთი დაავადებების თავიდან აცილებას, როგორიცაა დიაბეტი, დეპრესია და კიბოს ზოგიერთი ტიპიც კი.

მედიცინის სკოლის გულსისხლძარღვთა კვლევის ცენტრში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ახალი ნიორი ბევრად სასარგებლოა. გაგაცნობთ ნიორის სასრგებლო თვისებებს:

ხელს უშლის ძირითადი და პერიფერიული არტერიების გაუვალობას. ნივრის სამკურნალო თვისებები ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას. ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ნიორი აძლიერებს იმუნურ სისტემას, შესაბამისად, ზრდის სხეულის უნარს გაუძლოს გარემოს მავნე ზემოქმედებას. ნიორი კლავს სხვადასხვა ბაქტერიების დიდ რაოდენობას. ნიორი იცავს გულის დაავადებებისგან. ნიორი ამცირებს ტრიგლიცერიდების სინთეზს ღვიძლში, რაც ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას. ნიორი ამცირებს არტერიულ წნევას და აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები.

ნიორი ბუნებრივი ანტიბიოტიკია და ეფექტური საშუალებაა გაციების დროს. ნერვული სისტემისთვის რეკომენდებულია ნივრის გამოყენება. ნიორი ასევე მოქმედებს, როგორც ანტიკოაგულანტი, რომელიც ათხელებს სისხლს და ხელს უშლის საშიში თრომბის წარმოქმნას (ხელს უშლის ინსულტის ან გულის შეტევის რისკს).

ნივრის წასმაც შეიძლება: წაისვით პირდაპირ მწერების ან ცხოველების ნაკბენებზე, ან გამოიყენეთ მცირე რაოდენობით მეჭეჭების მოსაცილებლად. უნდა აღინიშნოს, რომ ნივრის სრული სარგებლობის მისაღებად ძალზე მნიშვნელოვანია მისი ნედლად მიღება, რადგან მოხარშულმა ნიორმა შეიძლება დაკარგოს სასარგებლო თვისებების 90% -ი. მიუხედავად იმისა, რომ ნივრის გემო და სუნი შეიძლება იყოს უსიამოვნო და ძლიერი, მისი სარგებელი ნამდვილად შეცვლის ამ დისკომფორტს.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები