გამოიყენეთ გუავას ფოთლები, რომ მოიშოროთ ნაოჭები, აკნე, მუქი ლაქები და კანის ალერგიული რეაქციები!
კანის პრობლემები მრავალი ფორმისაა, მოზარდობის ასაკში გამონაყარი გვაქვს, ნაოჭები კი ასაკთან ერთად გვაწუხებს. აკნეს ნაწიბურები, მუქი ლაქები, თვალების ქვეშ მუქი წრეები, გამონაყარი კანის საერთო პრობლემაა, რომელსაც მუდმივად ვებრძვით. ჩვენ გთავაზობთ ამ პრობლემების მოგვარებას. აქ მოცემულია გუავას ფოთლების რამდენიმე სარგებელი კანისთვის.
ნაოჭები: გაგიკვირდებათ, მაგრამ გუავას ფოთლები უფრო სასარგებლოა, ვიდრე ნაყოფი. ისინი შედგება ანტიოქსიდანტებისგან, რომლებიც ანადგურებენ თავისუფალ რადიკალებს. ეს შესანიშნავი საშუალებაა ნაოჭების მოსაშორებლად და კანის გასამკვრივებლად.
აკნე: გუავას ფოთლებს აქვთ ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები, რომლებიც კლავს ორგანიზმებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან აკნეს გამონაყარაზე. ამშვიდებს კანს და ეს ფოთლები აშორებს გამონაყარს ნაწიბურების დატოვების გარეშე.
მუქი ლაქები: გუავას ფოთლების მოქმედება მატონიზირებელია და ეფექტურად აშორებს სახეზე მუქ ლაქებს. იგი ამცირებს კანის გაღიზიანებას და ანთებას.
ატოპიური დერმატიტის მკურნალობა: თუ ატოპიური დერმატიტი გაწუხებთ, გუავას ფოთლები დაგეხმარებათ კანის გაღიზიანებისა და სიწითლის შემცირებაში. იგი მდიდარია ანტიალერგიული თვისებებით, რომლებიც ამცირებენ ჰისტამინის განვითარებას ორგანიზმში. ის სწრაფად კურნავს კანს და უზრუნველყოფს ინფექციისგან გათავისუფლებას.
აქ მოცემულია მარტივი რეცეპტი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ შეამციროთ კანის სიწითლე, ქავილი, ანთება და დაიცვათ კანი ინფექციებისგან.
დაგჭირდებათ: გუავას ფოთლები -5-6 ცალი და 1 ჭიქა წყალი.
დაადგით წყალი ქურაზე და წამოადუღეთ დაბალ ცეცხლზე. გარეცხეთ გუავას ფოთლები, შემდეგ შეამშრალეთ და ჩაყარეთ მდუღარე წყალში. ადუღეთ სანამ წყალი არ გახდება სქელი და მოყავისფრო. შემდეგ ნარევი გააცივეთ. გაწურეთ. დაასველეთ 2-3 ბამბის დისკები მომზადებულ ხსნარში. წაისვით დაზიანებულ ადგილზე. დაიტოვეთ ნიღაბი 15-20 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ სახე თბილი წყლით.
გამოიყენეთ ეს საშუალება კვირაში ორჯერ. იმის ნაცვლად, რომ შეიძინოთ ძვირადღირებული კრემები კანის სხვადასხვა პრობლემების დროს, გამოიყენეთ ეს ეფექტური რეცეფტი და გაუმკლავდით კანის პრობლებს ნატურალური მეთოდებით.