მიირთვით 1 ბროწეული და ნახავთ რა დაემართება თქვენს სხეულს.
წაიკითხეთ ყველამ, ვისაც წონის დაკლება გსურთ!
ბროწეულის სასარგებლო თვისებებზე ლეგენდები დადის. მას სამეფო ხილსაც უწოდებენ. ექიმები ბროწეულის ჯანსაღ წვენს უნიშნავენ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ანემია, არტერიული წნევა და კუჭ-ნაწლავის პრობლემები.
რატომ არის ბროწეული სასარგებლო?
1. ხელს უწყობს წონის სწრაფ დაკლებას. დიეტოლოგები ამბობენ, რომ ბროწეულის ახლად გამოწურული წვენი დაგეხმარებათ წონის დაკლებაში. გააზავეთ იგი წყალთან ერთად 1:1 თანაფარდობით. საჭიროა ასეთი ნარევის გამოყენება 200 მლ-ის, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ბროწეულისა და ზეითუნის ზეთის ნარევი ასევე ძალზე ეფექტურია წონის დაკლებისთვის. ამისათვის გაწურეთ 1 საშუალო ზომის ბროწეულის მარცვლები. შემდეგ დაამატეთ 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და აურიეთ ნარევი. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 2-ჯერ ჭამამდე.
2. ეფექტური საშუალება სახის კანის მოვლისთვის. ბროწეულის წვენი შესანიშნავად ატენიანებს და კვებავს კანს. მოამზადეთ ნატურალური ნიღაბი 100 გრამი კეფირის, 2 ჩაის კოვზი თაფლისა და 3 სუფრის კოვზი ბროწეულის დაქუცმაცებული თესლისგან. გადაურიეთ ყველაფერი. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი. გააკეთეთ კვირაში ერთხელ.
3. აძლიერებს გულსისხლძარღვთა სისტემას. ბროწეულის წვენი მდიდარია კალიუმით, რაც აუცილებელია გულსისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. სასმელის შემადგენლობაში შემავალი ანტიოქსიდანტები ხელს უშლიან ისეთ პროცესს, როგორიცაა სისხლძარღვებზე ლიპიდური დაფის დადება. გულსისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის საჭიროა წვენის მიღება 2-3 თვის განმავლობაში, ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
4. ეფექტურია გაციებისას. გაციების პირველი სიმპტომების დროს ხშირად მივრბივართ აფთიაქში ფართოდ რეკლამირებული წამლისთვის. ცოტამ თუ იცის, რომ გაციების პირველი სიმპტომების მოცილება შეგიძლიათ ბროწეულის წვენის დახმარებით. გამოჯანმრთელების დასაჩქარებლად საკმარისია 1 ბროწეულისგან გამოწურული წვენი და მცირე რაოდენობით ადუღებული წყლის ნაზავი. ამ სასმელს აქვს სიცხის დამწევი მოქმედება და ასევე ხელს უწყობს გაციების საშინელი სიმპტომებისგან განკურნებას.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.