საწოლში არსებული მტვრის ტკიპა სხვადასხვა დაავადებების მიზეზია. დაიხმარეთ ეს ხსნარი მათ გასანადგურებლად!
ოთახის მტვრის ტკიპა არის მიკროსკოპული ზომის მწერი, სიგრძეში ერთი მესამედი მილიმეტრი, თვალით უხილავია. ოთახის მტვრის ტკიპა ცხოვრობს ადამიანთან ერთად და იკვებება კანის მკდვარი უჯრედებით.
ოთახის მტვრის ტკიპის ცხოველმყოფელობის ოპტიმალური პირობებია თბილი და ტენიანი გარემო. მათი ყველაზე დიდი რაოდენობა არის საწოლში, ბალიშში.
მტვრის ტკიპის ნიშნები: ხვრინვა; სურდო; სიწითლე; ქავილი ან წყლიანი თვალები; ქავილი ცხვირში და ყელში, გემო პირში; ხველა; შეშუპებული, მოლურჯო კანი თვალების ქვეშ.
ადამიანები, რომლებსაც აქვთ ასთმა, განიცდიან სუნთქვის გაძნელებას, გულმკერდის ტკივილს, აქვთ ქოშინი, ძილის პრობლემა და გაცივებისადმი მგრძნობელობა. საწოლების გაწმენდა მუდმივად მტვერსასრუტით და გარეცხვა კარგი საშუალებაა მტვრის ტკიპების მოსაშორებლად, მაგრამ ზოგიერთი ნივთი, როგორიცაა ბალიშები და ლეიბები, ადვილად არ იწმინდება. არსებობს შესანიშნავი მეთოდი.
დაგჭირდებათ: 2 ჭიქა გამოხდილი წყალი; ევკალიპტის ზეთის 15-30 წვეთი.
გამოყენების წესი: შეურიეთ ინგრედიენტები და შეასხურეთ ისეთ ნივთებზე, რომელთა ნორმალურად გაწმენდა არ შეგიძლიათ. დაკიდეთ ისინი, რომ გაშრეს თბილ, მშრალ ადგილას. გაიმეორეთ კვირაში 3-ჯერ, რომ მტვრის ყველა ტკიპა გააქროთ.
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ევკალიპტისა და სხვა ეთერზეთები ეფექტურია მტვრის ტკიპასთან საბრძოლველად და ევკალიპტის ზეთი გააკეთებს ამას ზიანის მიყენების გარეშე. სამწუხაროდ, ევკალიპტის ეთერზეთი არ არის უსაფრთხო 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. თუმცა, არსებობს სხვა ზეთებიც, რომლებიც უსაფრთხოა და ანადგურებს მტვრის ტკიპებს, მაგალითად, მიხაკისა და კამის ზეთი.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.