6 ბუნებრივი საშუალება ლიმფური სისტემის დეტოქსიკაციისთვის.
ლიმფური სისტემის დეტოქსიკაცია აუმჯობესებს მთლიან ჯანმრთელობას. ეს საუკეთესო პრევენციაა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების თავიდან ასაცილებლად. ლიმფური სისტემის გაწმენდით თქვენ თავს დაიცავთ ანთებისგან, ტოქსინების დაგროვებისა და ჭარბი წონისგან.
1. ლიმონიანი წყალი. წყალი ატენიანებს სხეულს და ასუფთავებს მას, რაც ხელს უწყობს სათანადო ფუნქციონირებას. ეს საშუალება შლის ტოქსინებს და უზრუნველყოფს ორგანიზმს მნიშვნელოვანი ვიტამინებით და მინერალებით. ინგრედიენტები: 1 ჭიქა წყალი (200 მლ); 1/2 ლიმონის წვენი. ლიმონი ჩააწურეთ წყალში და დალიეთ.
2. კალენდულას ნაყენი. ბუნებრივი ხალხური მედიცინა წამოუდგენელია კალენდულას გარეშე. 1 ჭიქა წყალი (250 მლ); 1 ჩაის კოვზი კალენდულას ყვავილები (5 გ); აადუღეთ წყალი ქვაბში და შემდეგ დაუმატეთ მას კალენდულის ყვავილები. გააჩერეთ და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე, გაწურეთ. დალეთ 15 დღე გადაბმულად.
3. კამის ჩაი. კამის შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები ხელს უშლის ტოქსინებს, რომლებიც აფერხებენ ლიმფური სისტემის გამართულ მუშაობას. კამის ჩაის აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები, ვიტამინები და მინერალები, რომლებიც უჯრედებს იცავს. 1 ჭიქა წყალი (250 მლ); 1 ჩაის კოვზი ახლად მოკრეფილი კამა (5 გრ). წყალში ჩაყარეთ კამა და წამოადუღეთ. დაელოდეთ სანამ ოთახის ტემპერატურის არ გახდებაა. დალიეთ 7 დღის განმავლობაში.
4. ნივრიანი ჩაი ლიმონით. ნიორს აქვს შესანიშნავი ანტიბიოტიკური და ანტიოქსიდანტური თვისებები. გარდა ამისა, ნიორი შესანიშნავი დეტოქსიკატორია, გულ-სისხლძარღვთა მოკავშირეა სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, ცუდი ქოლესტერინის ან LDL ქოლესტერინის შესამცირებლად და სისხლძარღვების გასაფართოებლად. ამ ნარევის 1 ჭიქა შეიცავს ვიტამინებს A, B1, B2 და C, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ეხმარება ლიმფურ სისტემას. 1 პატარა ნივრის კბილი; 1 ჭიქა წყალი (250 მლ); 1 ჩაის კოვზი გახეხილი კოჭა (5 გრ); 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი (15 მლ); 1 სუფრის კოვზი თაფლი. თავდაპირველად წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე, შმდეგ ჩაამატეთ გახეხილი კოჭა და ნიორი. შემდეგ გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. გაგრილების შემდეგ გადაწურეთ. დაუმატეთ თაფლი და ლიმონი.
5. ლიმონის, კურკუმისა და კოჭას ჩაი. ეს ჩაი ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას. გარდა ამისა, ის შეიცავს მინერალებს, ვიტამინებს და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც აძლიერებენ ორგანიზმს. ინგრედიენტები: 1 ჩაის კოვზი კურკუმა (5 გრ); 1 ჩაის კოვზი გახეხილი კოჭა (5 გრ); 1 ჭიქა წყალი (250 მლ); 1/2 ლიმონის წვენი. მომზადება: ქვაბში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ კურკუმა და კოჭა და გააჩერეთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ და დაუმატეთ ლიმონი. დალიეთ 1 ჭიქა უზმოზე დღის განმავლობაში.
6. ლიმფური მასაჟი. ზემოთ მოცემული სასმელების გარდა, შეეცადეთ თვეში ერთხელ მაინც ეწვიოთ მასაჟისტს ლიმფური მასაჟისთვის. ეს მასაჟი მოიცავს ნაზ წრიულ წნევას, რომელიც ასტიმულირებს ლიმფას და ხელს უწყობს სხეულის დრენაჟს.