დამსკდარი ქუსლების მკურნალობის 4 რეცეპტი.

1244

დამსკდარი ქუსლების მკურნალობის 4 რეცეპტი.

დამსკდარი ქუსლები საკმაოდ მტკივნეული და არაესთეტიურია. თქვენ მუდმივად პოულობთ გზებს, რომ დამალოთ უსიამოვნო ბზარები. რაც უფრო მეტს მალავთ, მით უფრო არასასიამოვნოა სიარულის დროს. ხშირ შემთხვევაში ჩვენივე დაუდევრობით მიგვყავს ქუსლები ამ მდგომარეობადე. ჩვენ გასწავლით 4 საოცად ეფექტურ მეთოდს.

1.თაფლი- შესანიშნავად ატენიანებს თქვენს ფეხებს. თუ მიდრეკილი ხართ კანის სიმშრალისკენ და ქუსლები ხშირად გისკდებათ შეგიძლიათ გამოიყენოთ თაფლი. ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებების წყალობით, თაფლს შეუძლია მოაშუშოს ნებისმიერი ინფექცია, რომელიც იწვევს ღრმა ბზარებს თქვენს ქუსლებზე.

დაგჭირდებათ: თბილი წყალი - ½ ტაშტი, თაფლი - 1 ჭიქა.

ინსტრუქცია: ჩაასხით თბილი წყალი ტაშტში. დაამატეთ თაფლი და კარგად აურიეთ. დაისველეთ ფეხები ამ წყალში დაახლოებით 20-30 წუთის განმავლობაში. გაიხეხეთ ქუსლები. გაიმეორეთ კვირაში 1-2-ჯერ.

2. მცენარეული ზეთი. მცენარეული ზეთები, განსაკუთრებით ორგანული, დატვირთულია სხვადასხვა ფიტოქიმიკატებით და ნუტრიენტებით, რაც ხელს უწყობს კანის დატენიანებას და დაცვას, მათ შორის ფეხებისაც. მცენარეული ზეთები შესანიშნავი დამარბილებელია. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი მცენარეული ზეთი, როგორიცაა ზეითუნის ზეთი, მდოგვის ზეთი, სოიოს ზეთი ან მზესუმზირის ზეთი. წაისვით ისინი დამსკდარ ქუსლებზე ყოველ ღამით.

3. ყავისფერი შაქარი. ყავისფერი შაქრის უფრო მცირე და რბილ გრანულებს საოცრება შეუძლია მოახდინოს თქვენი მშრალი, დახეთქილი ფეხებისთვის. ინგრედიენტები: ყავისფერი შაქარი - 2 სუფრის კოვზი; ლიმონის წვენი - 1 სუფრის კოვზი; თაფლი -1 ს.კ; ზეითუნის ზეთი - 1 სუფრის კოვზი; თბილი წყალი - ½ ტაშტი.

ინსტრუქცია: აურიეთ ერთმანეთს ყავისფერი შაქარი, თაფლი, ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი. კარგად აურიეთ, უნდა მიიღოთ სქელი, წებოვანი პასტა. დაამატეთ თბილ წყალში. ჩაყავით ფეხები ამ თბილ წყალში 10 წუთის განმავლობაში. ახლა წაისვით ყავისფერი შაქარი თქვენს ერთ ფეხზე და წრიული მოძრაობით შეიზილეთ. გააკეთეთ ეს ცოტა ხნით, სანამ შაქრის გრანულები არ დადნება. დაიბანეთ ფეხები თბილი წყლით. გაიმეორეთ კვირაში 2-3 ჯერ და შემდეგ კვირაში ერთხელ.

4. რძე. არა მხოლოდ მდიდარია A ვიტამინით და სხვა საკვები ნივთიერებებით, რათა გაბრწყინებული ჯანმრთელი კანი მოგცეთ, ის ასევე კარგი აქერცვლის საშუალებაა. რძემჟავა, ალფა ჰიდროქსი მჟავა, რომელიც გვხვდება რძეში, შეუძლია გაათავისუფლოს მკვდარი კანის უჯრედები და დაეხმაროს ახალი უჯრედების ზრდას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ რძემჟავა კარგად ატენიანებს კანს, რაც ხელს უწყობს წყლის შენარჩუნების უნარს.

როგორ მოვამზადოთ რძის სკრაბი? რძე - 1 ჭიქა; ყავისფერი შაქარი ან მარილი - 4 სუფრის კოვზი; ქოქოსის ზეთი ½ ჭიქა; თბილი წყალი - 5-7 ჭიქა. დაამატეთ რძე თბილ წყალს. დაისველეთ ფეხები 8-10 წუთის განმავლობაში. ქოქოსის კარაქს დაუმატეთ შაქარი ან მარილი, რასაც იყენებთ და კარგად მოურიეთ, წაისვით ეს სკრაბი ფეხზე და წრიული მოძრაობით ნაზად შეიზილეთ. გააკეთეთ ეს 5-8 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. წაისვით რომელიმე დამატენიანებელი ან ზეთი ფეხზე.

Facebook კომენტარები