სილამაზის ხრიკები კოვზით. ამის შემდეგ ყოველთვის გამოიყენებთ მას
მოიცილეთ თვალების ქვეშ არსებული შეშუპება
ძილის წინ ორი კოვზი ჩადეთ საყინულეში და გამოიღეთ დილით. მოათავსეთ ცივი კოვზები თვალების ქვეშ, ხოლო წვერები ცხვირისკენ მიმართეთ. თქვენ არ გჭირდებათ კოვზების ძლიერ დაჭერა. ნაზი მოძრაობით გადაისვით.
ლაინერის წასმა
თქვენ ისწავლით, თუ როგორ უნდა დახატოთ ლამაზად თვალი ყოვლისშემძლე კოვზის გამოყენებით. ამისათვის მიიდეთ იგი თვალის გარეთა კუთხეში ჩაზნექილი მხრიდან ქვემოთ. კოვზის ფორმა რაც უფრო სწორია, მით უფრო ზუსტ ხაზებს მიიღებთ. ამას მხატვრობა არ სჭირდება, მხოლოდ ჩვეულებრივი კოვზი.
ტუშის წამისას დაიხმარეთ კოვზი
ტუშის წასმა შეიძლება პრობლემური იყოს ზოგჯერ, რადგან სახეზე გვეყრება შავი ნამცეცები. ამის თავიდან აცილება მშვენივრად შეგიძლიათ კოვზით. მოათავსეთ კოვზი ჩაზნექილი მხრიდან ქვედა ქუთუთოს წამწამების ხაზის ქვეშ. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ხრიკი წამწამების ზედა ხაზის ქვეშ, მაგრამ კოვზის თასი ზემოთ მოათავსეთ.
დაზიანებული ჩრდილების აღდგენა კოვზით
დამსხვრეული ჩრდილი გვენანება გადასაგდებად, განსაკუთრებით თუ ძვირადღირებული ბრენდია. ფუნჯი ხშირად იღებს ძალიან ბევრ პიგმენტს, რაც არათანაბარად ნაწილდება ქუთუთოზე წასმისას. უბრალოდ ჩაასხით ცოტაოდენი ალკოჰოლი ჭურჭელში, შემდეგ გამოიყენეთ კოვზის უკანა ნაწილი, რომ დატკეპნოთ დაფშვნილი ნაწილები, რათა ფხვნილი დაუბრუნდეს თავის ადგილს. მას შემდეგ, რაც თქვენი ჩრდილები გაშრება, ისინი ისეთივე ახალი გახდება.
წამწამების აწევა კოვზით
როგორც წესი, ქალები წამწამებს მარტივად იწევენ მოსახერხებელი პატარა ხელსაწყოს წყალობით. ამასთან, ზოგიერთ ქალს ეშინია ამ ნივთის გამოყენება. თუ თქვენ არ ხართ ამ ქალთა რიცხვში, მაინც სასიამოვნოა იცოდეთ წამწამების დამშვენების მეთოდის შესახებ. გაათბეთ კოვზი ეფექტური შედეგისთვის. კოვზის ქვედა მხარე წამწამებს დაადეთ. გამოიყენეთ თითი წამწამების გარე კიდის დასაჭერად.
მიიღეთ წარბის შესანიშნავი ფორმა კოვზის გამოყენებით
წარბების ქვეშ მოათავსეთ კოვზის ტარი. შემდეგ აიღეთ წარბების ფანქარი, რომ გამოკვეთოთ წარბის ფორმა.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.