ღრძილების რეცესია -11 სახლის პროდუქტი მის სამკურნალოდ!
ღრძილების რეცესია (შიშველი ღრძილები) არის პროგრესული მდგომარეობა, რომელიც შეიძლება დაიწყოს ადრეულ ასაკში და გაუარესდეს დროთა განმავლობაში. ღრძილის რეცესია საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა პაციენტებში. რეცესიის დროს ხდება ღრძილოვანი კიდის განლევა, რის შედეგადაც ხდება კბილის ფესვის გაშიშვლება. ქვემოთ იხილეთ 11 ეფექტური მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლების გადაჭრაში.
1. ფარსმანდუკი. დაადქით ქვაბით წყალი ცეცხლზე, როგორც კი ადუღდება, დაუმატეთ 1 მუჭა ფარსმანდუკის ყვავილი და გააჩერეთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, გააჩერეთ 15 წუთი და გაწურეთ. გამოივნეთ პირში დღეში ორჯერ.
2. სუმახი. უბრალოდ ამიღეთ სუმახის ტოტი და გამოიყენეთ იგი წრიული მოძრაობით ღრძილების ნაზად მასაჟისთვის 3 წუთის განმავლობაში.
3. მწვანე ჩაი. ერთადერთი რაც უნდა გააკეთოთ არის მწვანე ჩაის დალევა დღეში ორჯერ, რათა შეამციროთ პაროდონტის დაავადების განვითარების შანსი.
4. სალბი. 1 მუჭა ახალი ფოთოლი ან 2 სუფრის კოვზი გამხმარი სალბი ჩაყარეთ ცხელ წყალში, ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში და გაწურეთ.
5. ალოე ვერა. ნაზად შეიზილეთ ღრძილები ალოე ვერას გელით დღეში 2-ჯერ კბილების გახეხვის შემდეგ.
6. სეზამის ზეთი. ჩაიგუბეთ პირში 1 სუფრის კოვზი სეზამის ზეთი და გააჩერეთ იგი 10 წუთის განმავლობაში.
7. ქოქოსის ზეთი. გაადნეთ 1 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი და გაიხეხეთ კბილები ნაზი წრიული მოძრაობით დღეში 2-ჯერ.
8. ლიმონის ზეთი. დაამატეთ 10 წვეთი ლიმონის ზეთი 1/2 ჭიქა თბილ წყალს და გამოივლეთ დღეში ერთხელ.
9. მიხაკის ზეთი. მისი გამოყენება შეგიძლიათ პირის ღრუს საწმენდად, მხოლოდ საჭიროა შეურიოთ 6 წვეთი მიხაკის ზეთი და 1/2 ჭიქა თბილი წყალი, გამოივლეთ.
10. ლიმონის ფოთლების ზეთი. მდუღარე წყალში ჩაყარეთ ფოთლები, ან 10 წვეთი ლიმონის ეთერზეთი და მოხარშეთ კიდევ 5 წუთი. გამოივლეთ ეს საშუალება დღეში ერთხელ.
11. ვიტამინი C. მიირთვით უამრავი ვიტამინით მდიდარი ხილი და ბოსტნეული, როგორიცაა კივი, ბროკოლი, წიწაკა, პომიდორი, ფორთოხალი, ლიმონი და ა.შ.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.