ენის წვერი მიაჭირეთ პირის ღრუს ზედა ნაწილს და ისუნთქეთ – შესანიშნავ შედეგს მიიღებთ.

2812

ენის წვერი მიაჭირეთ სასას და ისუნთქეთ – შესანიშნავ შედეგს მიიღებთ.

ძილის უკმარისობა სერიოზული პრობლემაა, რადგან ის გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროშზე. როდესაც რეგულარულად არ გვძინავს, სიმსუქნის რისკი იზრდება, ტვინის აქტივობა ნელდება და იმუნური სისტემა ქვეითდება. ამავდროულად, ბევრი ვერ ახერხებს ძილის ნორმალიზებას, მაშინაც კი, თუ სწორად გეგმავთ დღეს და დროულად წვებით დასაძინებლად შესაძლოა ვერ დაიძინოთ.

მითუმეტეს, თუ სტრესული დღე გქონდათ, ძალიან გაწუხებთ პობლემები, ასეთ შემთხვევებში, როდესაც სხეული და თავი კატეგორიულად უარს ამბობენ მოდუნებაზე და დაძინებაზე, ამ პრობლემის მოგვარება შეგიძლიათ სუნთქვის მარტივი ტექნიკით.

დასაწყისისთვის, ენის წვერით შეეხეთ სასას და ეცდათე, გაჩარეოთ ასე მთელი ვაჯრშიის განმავლობაში. შემდეგ ამოისუნთქეთ, ფილტვების მთლიან დაცლამდე. შეისუნთქეთ ცხვირით 4 თვლამდე. გააჩერეთ სუნთქვა 7 თვლამდე, შემდეგ კი ძლიერად ამოისუნთქეთ პირით მე-8 თვლაზე. გაიმეორეთ ეს ოთხჯერ. გააკეთეთ ასე ყოველთვის, როცა დასაძინებლად მიდიხართ.

ორ–სამთვიანი რეგულარული პრაქტიკის შემდეგ, ფიზიოლოგიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება: გულისცემა იკლებს, არტერიული წნევა მცირდება, საჭმლის მონელება უმჯობესდება.

სხვა რჩევები: შეამცირეთ ტემპერატურა ოთახში. ბევრ ადამიანს უფრო სწრაფად ეძინება გრილ ოთახში. თუ ვერ იძინებთ, ადექით და გაიმოძრავეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. ამასთან, უარი თქვით ტელევიზორზე და ტელეფონზე. ეკრანის გამოსხივება არ მოგცემთ დაძინების საშუალებას. ჩართეთ მშვიდი მუსიკა. დაძინებამდე ერთი საათით ადრე კლასიკური მუსიკის მოსმენა გაგიმარტივებთ დაძინებას. თუ ქრონიკულად გიჭირთ ძილი, უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან ეს შეიძლება იყოს სერიოზული სამედიცინო მდგომარეობის სიმპტომი.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

 

Facebook კომენტარები