რეცეპტები თაფლით და ლიმონით კანისა და ორგანიზმის გაჯანსაღებისთვის.

1253

რეცეპტები თაფლით და ლიმონით კანისა და ორგანიზმის გაჯანსაღებისთვის.

თაფლიც და ლიმონიც ცნობილია ჯანმრთელობისთვის მრავალი უპირატესობით. თაფლისა და ლიმონის კომბინაცია დაგეხმარებათ წონის დაკლებაში. გექნებათ ჯანსაღი კანი და თმა. აქ მოცემულია თაფლისა და ლიმონის რამდენიმე უპირატესობა:

წვავს მუცლის ცხიმებს. ლიმონი დაბალკალორიულია, თაფლი კი ენერგეტიკული ბომბია. თაფლი შეიცავს ბუნებრივ შაქარს, რომელსაც ადვილად ითავსებს ორგანიზმი. 1 ჭიქა თბილ წყალს დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და სამი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. დაილეთ უზმოზე.

მკურნალობს ხველას, ბრონქიტს და ასთმას. ეს ნარევი მოქმედებს როგორც ამოსახველებელი საშუალება. ეს ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ნებისმიერი ხველის სიროფი. თბილ წყალს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი და 2 ჩაის კოვზი ლიმონი და სვით დღეში რამდენჯერმე.

გაგიხსნით გაჭედილ ცხვირს. თაფლი ამშვიდებს ყელს და აშორებს გარკვეულ ინფექციურ ბაქტერიებს.

კოჭა, ლიმონი და თაფლის ჩაი გაციების და გრიპის დროს. უამრავი ვიტამინით მდიდარი საკვები და სითხის მიღება დაგეხმარებათ იმუნური სისტემის აღდგენაში. კოჭას 2 ნაჭერი მოათავსეთ ნახევარ ლიტრ მდუღარე წყალში. როდესაც ჯინჯერის ჩაი თბილი იქნება, დაამატეთ 3 სუფრის კოვზი ლიმონი და 3 სუფრის კოვზი თაფლი. გაწურეთ ეს ჩაი და დალიეთ დღეში 3-4-ჯერ გაციებისა და გრიპის განკურნების მიზნით.

თაფლისა და ლიმონის ნარევი საჭმლის მონელების პრობლემების დროს. 1 ჭიქა წყალში გახსენით 1 ს.კ თაფლი და 2 ჩ.კ კოვზი ლიმონის წვენი. ახალი ლიმონის წვენი აღადგენს სხეულის pH- ს, ასუფთავებს ორგანიზმს და ავსებს მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებებით, როგორიცაა C ვიტამინი, რიბოფლავინი და ვიტამინი B.

თაფლი და ლიმონი აკნეს წინააღმდეგ. გაჭერით ლიმონი შუაზე, დაამატეთ ცოტაოდენი თაფლი გაჭრილ ლიმონზე და წაისვით კანზე, ფოკუსირება მოახდინეთ დაზინებულ ლაქებზე. დაიმასაჟეთ კანი თაფლიანი ლიმონიით რამდენიმე წუთის განმავლობაში. შემდეგ გააჩერეთ 15 წუთით და  ჩამოიბანეთ.

თაფლისა და ლიმონის ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის. თაფლი არის ბუნებრივი დამატენიანებელი, რომელიც იზიდავს და ინარჩუნებს ტენიანობას კანში.

თაფლი და ლიმონი ჭრილობებისა და მწერების ნაკბენების დროს. თაფლიც და ლიმონიც ბუნებრივი ანტისეპტიკური საშუალებებია და მათ შეუძლიათ მცირე ჭრილობების მოშუშება. შეუძლიათ თავიდან აიცილონ ინფექციები და დააჩქარონ შეხორცება.

Facebook კომენტარები