არყის ხის საპონი პრობლემური კანისთვის.
ნატურალური არყის ხის საპონს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ასუფთავებს პრობლემურ და დაზიანებულ კანს, ქაცვის ზეთი კვებავს და არბილებს კანს, ხელს უწყობს ნაწიბურების გასწორებას. ეს საპონი რეკომნდებულია ცხიმიანი კანისთვის.
მომზადება: გახეხეთ საპონის 1/8 წვრილ სახეხზე, თანდათანობით დაამატეთ წყალი, ათქვიფეთ ქაფის მიღებამდე. წაისვით საპნის ქაფი სახეზე, მოერიდეთ თვალების, კისრის, დეკოლტეს მიდამოებს. თუ კანი მშრალია, მიდრეკილია აქერცვლისკენ, დაამატეთ 1 სუფრის კოვზი არაჟანი ან ნაღები ქაფს.
როდესაც ქაფი მთლიანად გაშრება, ჩამობანვის გარეშე, წაისვით მე-2 ფენა სახის ქვედა ნაწილზე. ველოდებით მე-2 ფენის გაშრობას. დაელოდეთ, რომ ძლიერი შეკუმშვა იგრძნოთ. ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, ხოლო შემდგომ ცივი წყლით. შემდეგ წაისვით მკვებავი კრემი. გააკეთეთ ეს ნიღაბი თვეში 2-ჯერ.
სცადეთ ხელზე, სანამ ნიღაბს სახეზე წაისვამთ. დარწმუნდით რომ არ ხართ ალერგიული ამ საპონზე.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან. ხოლო, სახის ნებისმიერი ნიღბის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მასში შემავალ ინგრედიენტებზე არ ხართ ალერგიულები. ამისათვის საჭიროა მომზადებული ნიღაბი პირველ რიგში წაისვათ ხელზე და დაელოდოთ რამდენიმე წუთი. თუ ალერგიული რეაქცია არ მოგცათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ წაისვათ ნიღაბი სახეზე.