გემრიელი ჩაი გაზების მოსაშორებლად, რომლის დამზადებაც ძალზე ადვილია!

1489

გემრიელი ჩაი გაზების მოსაშორებლად, რომლის დამზადებაც ძალზე ადვილია!

ჩვენი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, ყველას რატომღაც მუცლის შებერილობა გვაწუხებს, რაც შეიძლება ცუდი მონელების, სითხის (წყლის) შეკავების ან კუჭ-ნაწლავის დაავადებების შედეგი იყოს. დღეს ჩვენ გვინდა გაგიზიაროთ, თუ როგორ უნდა გათავისუფლდეთ გაზებისგან , ბუნებრივი და ჩვენი ბებიების რეცეპტით.

ამ საშუალებით შეგიძლიათ თითქმის მყისიერად დაემშვიდობოთ შებერილობას. ეს სასმელი დაგეხმარებათ გაზების, შებერილობის შემცირებაში, კუჭის ანთების თავიდან აცილებაში, საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად. ის სასარგებლოა ფაღარათის, კოლიტის, გასტრიტის საწინააღმდეგოდ, იდეალურია გაციების დროს, ასევე აქვს ანტიბაქტერიული თვისებები.

რეცეფტი: 1 კოვზი გახეხილი კოჭა; 1/2 ჩაის კოვზი კურკუმა; 2 პატარა დარიჩინის ჯოხი; ½ ლიმონის წვენი.

კოჭა რეკომენდებულია ანთებითი და / ან მტკივნეული მდგომარეობების, ბუნებრივი მკურნალობის დროს, როგორიცაა ართრიტი, ოსტეოართრიტი, ფიბრომიალგია ან ქრონიკული დაღლილობა. ეს ნარევი გვეხმარება საჭმლის მონელების, მეტეორიზმის, გასტრიტის, კუჭის წყლულების, ფაღარათის დროს.

თავის მხრივ, კურკუმას სარგებელი მოიცავს შემდეგს: ის ხელს უწყობს კიბოს პრევენციას, ამსუბუქებს ართრიტის ტკივილს, ეხმარება შაქრიან დიაბეტს, კურნავს ჭრილობებს, ხელს უშლის ალცჰეიმერის დაავადებას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ხელს უწყობს ღვიძლის დეტოქსიკაციას და იდეალური წონის შენარჩუნებას.

დარიჩინი შესანიშნავი ინგრედიენტია დეტოქსიკაციის, სისხლში გლუკოზის შემცირების, წონის დაკლების, მენსტრუაციის რეგულირებისთვის. ლიმონი შეიცავს უამრავ ნივთიერებას, განსაკუთრებით ლიმონმჟავას, კალციუმს, მაგნიუმს, C ვიტამინს, ბიოფლავონოიდებს, პექტინს და ლიმონენს, რომლებიც ხელს უწყობენ იმუნიტეტს და ებრძვიან ინფექციას.

ამ სასმელის დასამზადებლად საჭიროა მხოლოდ წყლის ადუღებისთანავე დაამატოთ ინგრედიენტები და დაელოდოთ 10 წუთი. სასმელი მზად არის!


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები