გსურთ გადაჭიმული და მბზინვარე სახის კანი შავი ჩაის დახმარებით? მაშინ მიჰყევით ამ რჩევებს.

1229

გსურთ გადაჭიმული და მბზინვარე სახის კანი შავი ჩაის დახმარებით? მაშინ მიჰყევით ამ რჩევებს.

შავი და მწვანე ჩაი თანაბრად სასარგებლოა ჩვენი კანისთვის. მწვანე ჩაიზე ბევრჯერ გვისაუბრია. მოდით ამჯერად შავი ჩაის უპირატესობებს გავეცნოთ.

გამოიყენეთ შავი ჩაი ფორების შესამცირებლად: აიღეთ 1 ჩაის კოვზი შავი ჩაი, მოათავსეთ ჭიქაში და დაამატეთ ცხელი წყალი. ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ ჩაი. მზა ნაყენში დაასველეთ ბამბის დისკი და წაისვით კარგად სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი. შემდგომ ჩამოიბანეთ სახე თბილი წყლით და წასივით დამატენიანებელი კრემი.

ნაოჭებისგან თავის დასაცავად გამოიყენეთ შავი ჩაი: შეგიძლიათ გაყინოთ ახლად მომზადებული ჩაი და გამოიყენოთ ყინულის კუბიკები თქვენი კანის ტონირებისთვის ყოველ დილით და საღამოს. გადაიტარეთ სახესა და ყელზე ყინული ვიდრე არ გადნება. ყინულიანი ჩაი ატენიანებს და ასევე ამკვრივებს კანს. მოადუღეთ ჩაი, ჩაასხით ყინულის ფორმებში და როდესაც გაიყინება, შეგიძლიათ გამოიყენოთ.

შავი ჩაი შეშუპებული თვალებისთვის: შეშუპებული თვალები, რომელიც გაოწვეულია დაღლილობისგან, უძილობისგან და რიგი სხვა მიზეზებისგან, შესაძლებელია ჩააცხროთ ჩაის დახმარებით. განათავსეთ ჩაის პაკეტი (პაკეტი უნდა იყოს გამოყენებული) მაცივარში, გააცივეთ კარგად და დაიდეთ იგი შეშუპებული თვალის ქვეშ და ისიამოვნეთ. შავი ჩაი შეიცავს კოფეინის ელემენტს, რომელიც ახდენს სისხლძარღვების შევიწროებას, ამით მყისიერად ამცირებს შავ წრეებს და შეშუპებას.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან. ხოლო, სახის ნებისმიერი ნიღბის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მასში შემავალ ინგრედიენტებზე არ ხართ ალერგიულები. ამისათვის საჭიროა მომზადებული ნიღაბი პირველ რიგში წაისვათ ხელზე და დაელოდოთ რამდენიმე წუთი. თუ ალერგიული რეაქცია არ მოგცათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ წაისვათ ნიღაბი სახეზე.

frenis kompensacia
frenis kompensacia