ლიმონის გამოყენების 6 უპირატესობა!

1873

ლიმონის გამოყენების 6 უპირატესობა!

ყოველდღე ლიმონის მიღებას ჯანმრთელობისთვის მრავალი სარგებელი მოაქვს. ისინი მდიდარია C ვიტამინით, მაგნიუმით და ანტიოქსიდანტებით, რომლებიც აუმჯობესებენ თქვენს ფრჩხილებს, კანს და თმას. ქვემოთ მოცემულია 6 პობლემა, რომლისთვისაც შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონი:

1. შავი ლაქების და მუწუკების მოცილება. ლიმონი ნატურალური პროდუქტია აკნეს სამკურნალოდ. აკნეს მიდამოში წაისვით ლიმონის ნაჭერი. ამ მიზნით ლიმონის გამოყენების კიდევ ერთი გზა არსებობს. თაფლს დაამატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და წაისვით მუწუკებზე. 10 წუთის შემდეგ დაიბანეთ სახე ცივი წყლით.

2. კბილების გათეთრება. იგივე ეფექტი აქვს ლიმონს კბილების გათეთრებაზე როგორც ბანანს. გახსენით მცირე რაოდენობით ნატრიუმის ბიკარბონატი ლიმონის წვენში და წაუსვით ხსნარი კბილებს. ნუ გაიჩერებთ ერთ წუთზე მეტხანს.

3. ცხიმიანი კანი. ძილის წინ გაიწმინდეთ სახე ლიმონის წვენით. მეორე დილით, დაიბანეთ სახე გაღვიძებისთანავე. ის დაგეხმარებათ, თუ ცხიმიანი კანის პრობლემა გაქვთ, მას ამ საკითხის სრულად მოგვარება არ შეუძლია, მაგრამ კანი ნაკლებად ცხიმიანი იქნება.

4. მბზინავი თმა. შეურიეთ ლიმონის წვენი და ბალზამი. წაისვით ნარევი თმაზე და გაშრეს თმა მზეზე ერთი საათის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ თმა. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში ერთხელ.

5. ფრჩხილები. შეიზილეთ ფრჩხილებზე ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი. ეს გადაჭრის სუსტი და მტვრევადი ფრჩხილების პრობლემას და ამავდროულად მოაშორებს მათზე არსებულ ყვითელ ლაქებს.

6. 1 ჭიქა წყალში გახსნილი ლიმონის წვენი ძალიან სასარგებლოა. რეცეპტი ძალიან მარტივია. ჩააწურეთ ½ ლიმონი 1 ჭიქა თბილ წყალში და დალიეთ დილით საუზმის წინ. ამ სასმელს აქვს მრავალი ჯანმრთელობის სარგებელი, როგორიცაა საჭმლის მონელების გაუმჯობესება და იმუნიტეტის გაძლიერება.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

frenis kompensacia
frenis kompensacia