აი რატომ გტკივათ ზურგი! გაიგეთ მეტი მიზეზების და პრევენციის შესახებ!
რაც უფრო გვვემატება ასაკი, მით მეტად გვტკივა ზურგი. ამერიკის მოსახლეობის დაახლოებით 80 % ზურგის ტკივილით იტანჯება. ყველაფერი კი არასწორად სიარულის, ჯდომის, წოლის და მუშაობის გამო ხდება. მძიმე ტვირთის აწევას და ზოგჯერ გამუდმებით ერთ პოზაში ჯდომას, სავალალო შედეგამდე მიყავს ხერხემალი.
გთავაზობთ ზურგის ტკივილის გამომწვევ 4 ყველაზე გავრცელებულ მიზეზს და მათი გამოსწორების გზებს:
დაჯექით სწორად!
უამრავი ადამიანი საათობით ატარებს დროს მჯდომარე პოზაში, სამწუხაროდ თქვენი ჯდომის მანერა პირდაპირ მოქმედებს ხერხემალზე, ამიტომ უაღრესად მნიშნვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორ დავჯდეთ სწორად.
გასწორდით ჯდომის დროს. გაჭიმეთ ზურგი, თქვენი ფეხები უნდა გაასწოროთ მხრების სიგანეზე და აუცილებლად დააყრდნოთ ისინი იატაკს. მხრები მაქსიმალურად უკან გაწიეთ და გაასწორეთ კისერი.
თუ დიდ დროს ატარებთ კომპუტერთან, გაითვალისწინეთ ეკრანის დგომის სწორი პროპორციები და მაქსიმალურად მოარგეთ ის საკუთარ თავს. მონიტორი თვალის სიმაღლეზე დაბლა უნდა იყოს.
დადექით სწორად!
მარტივად დასაჯერებელი არაა, მაგრამ ფაქტია, რომ უმეტესობა სრულიად არასწორად დგას! აუცილებელია თქვენი სხეულის წონა თანაბრად გადაანაწილოთ ორივე ფეხზე. გასწორდით მხრებში და ეცადეთ თქვენი ზურგი ფეხის ქუსლზების სიმეტრიულად იყოს.
მოხრა/მოკუზვა
დროდადრო ყველას გვიწევს მოხრა- იქნება ეს თასმების შესაკვრელად, თუ დავარდნილი ნივთის ასაღებად. მოხრა ძალიან დიდ გავლენას ახდენს თქვენს ხერხემალზე, ამიტომ ამ მოქმედების არასწორად გაკეთება შესაძლოა ზურგის ტკივილის მიზეზიც კი გახდეს.
როდესაც იხრებით, ყოველთვის გაასწორეთ ტერფები ჰორიზანტალურად, ნუ ჩაკეტავთ მუხლებს, პირიქით, ჩაიმუხლეთ რამდენადაც ეს დაგჭირდებათ. ფრთხილად და ნელა გასწორდით მოხრის შემდეგ.
კარგი ძილი
ზურგის ტკივილი შესაძლოა იგრძნოთ მანამ, სანამ საწოლიდან ადგებით, ეს კი რაღა თქმა უნდა ცუდ ძილზე მეტყველებს. დილაობით ზურგის ტკივილის თავიდან ასარიდებლად გაიუმჯობესეთ ძილის პოზები.
როდესაც ზურგზე დაწვებით, გამოიყენეთ ბალიში მუხლებთან. მეცნიერების უმეტესობა რეკომენდაციას ემბრიონის პოზაში ძილს უწევს, ამ შემთხვევაშიც ფეხებს შორის ბალიში აუცილებელია.
გაითვალისწინეთ ეს რჩევები და თავიდან აირიდეთ უსიამოვნო ტკივილი ზურგის არეში!