5 ნიშანი იმისა, რომ სისხლში არასაკმარისია ჟანგბადი.

3689

5 ნიშანი იმისა, რომ სისხლში არასაკმარისია ჟანგბადი.

სუნთქვა არის ფიზიოლოგიურ პროცესთა ერთობლიობა, რომლის შედეგადაც ორგანიზმი იღებს ჟანგბადს და ათავისუფლებს ნახშირორჟანგს. სხეულს ჟანგბადი სჭირდება გადარჩენისთვის. თქვენ უნდა ისუნთქოთ და ჟანგბადი უნდა ცირკულირდეს თქვენს სისხლში, რომ სხეულის ყველა უჯრედში მოხვდეს.

ჰიპოქსემია არის მდგომარეობა, როდესაც სისხლს ჟანგბადი აკლია. ჰიპოქსემია შესაძლოა იყოს ქრონიკული და უცაბედად მოვლითი, გარკვეული მიზეზით გამოწვეული. აქ მოცემულია რამდენიმე სიმპტომი, რომლებიც მიგანიშნებთ ჟანგბადის ნაკლებობაზე:

1. სისუსტე ან თავბრუსხვევა. სისუსტე და თავბრუსხვევა სისხლში დაბალი ჟანგბადის სიმპტომია. ზოგს თავბრუ ეხვევა, როდესაც დგება. იმის გათვალისწინებით, რომ თქვენი სისხლი ჟანგბადს ატარებს სხეულში, თავბრუსხვევა და სისუსტე იმის ნიშანია, რომ არ იღებთ საკმარის ჟანგბადს.

2. დაღლილობა. ქრონიკული დაღლილობა ასევე ჟანგბადის დაბალი დონის ნიშანია. არსებობს სხვადასხვა სახის დაღლილობა, მაგრამ ჰიპოქსემიასთან დაკავშირებული დაღლილობა ქრონიკული ხასიათისაა.

3. სწრაფი გულისცემა. შფოთვა ხშირად გულისცემის გახშირებით ვლინდება. ეს ნიშნავს, რომ კუნთი მუშაობს ძალიან სწრაფად, რათა ჟანგბადი გადაიტანოს მთელ სხეულში. თუ ეს სიმპტომები ადრე არ შეგვიჩნევია და ბოლო დროს გული აჩქარებულად ფეთქავს, დროა გადაამოწმოთ ჟანგბადის დონე.

4.დისპნოზი. ქოშინი მიუთითებს სისხლში ჟანგბადის დაბალ დონეზე.

5. თავის ტკივილი. შეგიმჩნევიათ, რომ თავი გტკივათ ყოველ ჯერზე როცა სუნთქვას იკავებთ? თავის ტკივილი არ უნდა იყოს პანიკის მიზეზი, მაგრამ ეს შეიძლება მიუთითებდეს სისხლში ჟანგბადის ნაკლებობაზე.

ჰიპოქსემიის მკურნალობა: ანალიზები პირველ რიგში. თქვენ უნდა განსაზღვროთ ჟანგბადის დონე სხეულში.

ჟანგბადის ნიღაბი: პორტატული ჟანგბადის ნიღაბი არის თხელი მილი ორი ხვრელით, რომლებიც ნესტოებში იდება. ის ჟანგბადს ატარებს მთლიან სხეულში.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

frenis kompensacia
frenis kompensacia