სილამაზის 5 მეთოდი კბილის პასტის დახმარებით.

3567

სილამაზის 5 მეთოდი კბილის პასტის დახმარებით.

ჩვენ ყველანი ვიყენებთ კბილის პასტას ჩვენი კბილებისთვის, მაგრამ თქვენ გაგიკვირდებათ, თუ გაეცნობით ამ საოცარ თვისებებს თქვენი კანის პრობლემების გადაჭრისას კბილის პასტის გამოყენებით.

ყველა ამ მეთოდის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი კბილის პასტა, ოღონდ უნდა იყოს თეთრი და უგემო.

მეთოდი 1: მუწუკების მკურნალობა. ჩაასხით 1/2 კოვზი კბილის პასტა თასში, დაამატეთ ალოე ვერას გელი ნახევარი კოვზი. აურიეთ კარგად. ყურის ჩხირის გამოყენებით წაისვით ეს ნარევი თქვენს მუწუკებზე. დატოვეთ 3 წუთის განმავლობაში და შემდეგ მოიწმინდეთ. ამის გაკეთება შეგიძლიათ დღეში 2-3-ჯერ.

მეთოდი 2: შავი წერტილის მოცილება. აიღეთ 1,2 სუფრის კოვზი კბილის პასტა, დაამატეთ 1/4 ჩაის კოვზი მარილი. დაამატეთ რამდენიმე წვეთი წყალი და გააკეთეთ პასტა. წაისვით ეს ნარევი, გაიჩერეთ 2-3 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ.

მეთოდი 3: ტუჩის სკრაბი. ტუჩები რომ რბილი და ვარდისფერი იყოს, სცადეთ ეს საშუალება. თასში მოათავსეთ 1/4 ჩაის კოვზი ბრინჯის ფქვილი და 1/4 ჩაის კოვზი კბილის პასტა. წაისვით ტუჩებზე სკრაბი და გაიჩერეთ 3-4 წუთი. შემდეგ მოიბანეთ.

მეთოდი 4: ფრჩხილების მოვლა: ჩაასხით 1/4 კოვზი კბილის პასტა თასში, დაამატეთ 1/4 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. აურიეთ კარგად. წაისვით ეს პასტა ფრჩხილებზე და გააჩერეთ 5 წუთის განმავლობაში. 5 წუთის შემდეგ გაიწმინდეთ ფრჩხილები 2-3 წუთის განმავლობაში კბილის ჯაგრისით და შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით.

მეთოდი 5: პიგმენტური ლაქები:  ჩაასხით 1/4 კოვზი კბილის პასტა თასში. დაამატეთ 1/4 ჩაის კოვზი ალოე ვერას გელი და მწიკვი კურკუმის ფხვნილი, მოურიეთ. წაისვით მუქ ლაქებზე. გაიჩერეთ მთლი ღამე და დილით ჩამოიბანეთ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

frenis kompensacia
frenis kompensacia