4 საოცარი რეცეფტი ფეხების აბაზანისთვის.

908

4 საოცარი რეცეფტი ფეხების აბაზანისთვის.

დამსკდარი და გაუხეშებული ქუსლები ბევრი ქალის პრობლემას წარმოადგენს. მათი მოვლა ისეთივე აუცილებელია, როგორც სახის კანის. რაც მთავარია, ეს სახლის პირობებში საკმაოდ ბიუჯეტურ ფასად არის შესაძლებელი, ამიტომ არ დაიზაროთ და დღესვე დაიწყეთ ფეხების მოვლა ამ საოცარი მეთოდებით, რომლებსაც ახლა გასწავლით.

1. დაირბილეთ ფეხები ძმრით და ნუშის ზეთით. შესანიშნავ შედეგს მიიღებთ. ეს იმიტომ ხდება, რომ ძმარი ხელს უწყობს სოკოების და ბაქტერიების ზრდის აღკვეთას, რომლებიც იწვევენ ინფექციებს. ანალოგიურად, ნუშის ზეთი არის ბუნებრივი დამატენიანებელი, რომელიც დაგეხმარებათ მშრალი მდგომარეობისგან. ეს ორი ინგრედიენტი ხელს უწყობს მკვდარი უჯრედების მოცილებას. ინგრედიენტები: 1/2 ჭიქა ვაშლის ძმარი 4 ლ ცხელი წყალი 2 სუფრის კოვზი ნუშის ზეთი. პირველ რიგში, ვაშლის ძმარი განზავდეს ცხელ წყალში. შემდეგ დაუმატეთ ნუშის ზეთი და აურიეთ. ჩაალაგეთ ფეხები 10-15 წუთი.

2. ზღვის მარილი, სოდა და ლავანდის ზეთი. ეს ფეხის აბაზანა არამარტო არბილებს, არამედ ამშვიდებს და აახალგაზრდავებს. ამ პროცედურის გაკეთება უმჯობესია კვირაში 2-3-ჯერ დაძაბულობის შესამცირებლად და ფეხებში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად. 4 სუფრის კოვზი ზღვის მარილი 6 სუფრის კოვზი სოდა 10 წვეთი ლავანდას ეთერზეთი 6 ლ წყალი თავდაპირველად გააცხელეთ წყალი. შემდეგ, როდესაც წყალი გაცივდება ნრმალურ ტემპერატურაზე, დაუმატეთ მარილი, სოდა და ზეთი.

3. დაარბილეთ თქვენი ფეხები თიხით. თიხა შესანიშნავი საშუალებაა ფეხების დარბილებისთვის. თიხას დიდი ხანია იყენებენ ბუნებრივ კოსმეტიკურ საშუალებებში. ეს არა მხოლოდ ხელს უწყობს მკვდარი უჯრედების აქერცვლას, არამედ კვებავს კანს სასარგებლო ნივთიერებებით, რომლებიც მას ჯანსაღ ელფერს აძლევს. ინგლისური მარილი 6 სუფრის კოვზი 6 ლ ცხელი წყალი 1/2 ჭიქა კოსმეტიკური თიხა ჩაყარეთ მარილი წყალში. შემდეგ დაუმატეთ თიხა და ნებისმიერი ეთერზეთი. ჩაალაგეთ ფეხები 20 წუთი.

4. კოჭა და წყალბადის ზეჟანგი. ეს კომბინაცია შესანიშნავია სტრესისა და ზედმეტი გადატვირთვის შედეგად გამოწვეული ანთების და ტკივილის შესამცირებლად. ასევე, ეს პროდუქტები ხელს უწყობს უხეშობის და ჭარბი სიმშრალის აღმოფხვრას. 2 სუფრის კოვზი დაფქვილი კოჭა 6 სუფრის კოვზი წყალბადის ზეჟანგი 6 ლ წყალი პირველი, წყალი გაათბეთ იმ ტემპერატურაზე, რომელიც თქვენთვის სასურველია. ჩააახით თასში, დაამატეთ კოჭა და წყალბადის ზეჟანგი. ჩადეთ ფეხები ამ ნარევში 15-20 წუთის განმავლობაში. შემდეგ კარგად გააშრეთ და გააჩერეთ ცოტა ხანს. გაიმეორეთ კვირაში 2 ან 3 ჯერ, სასურველია ძილის წინ.

frenis kompensacia
frenis kompensacia