ეს 8 ნატურლური საშუალება დაგეხმარებათ, როდესაც ყელში სისველე და ლორწო გაქვთ

4919

ეს 8 ნატურლური საშუალება დაგეხმარებათ, როდესაც ყელში სისველე და ლორწო გაქვთ

ამ სიმპტომების დროს უნდა გამოივლოთ მარილიანი წყალი, დალიო ჩაი, ბულიონი და ა.შ. ექიმმა შეიძლება დანიშნოს მედიკამენტები ჭარბი ლორწოს გამო – ანტიჰისტამინური საშუალებები (ალერგიის დროს), ანტიბიოტიკები (ბაქტერიული ინფექციების დროს) ან სტეროიდები (ასთმის დროს). ასევე არსებობს მარტივი საოჯახო მკურნალობა, რომელიც შეიძლება ძალიან ეფექტურია:

1. წყალი. დარწმუნდით, რომ სვამთ საკმარის წყალს მთელი დღის განმავლობაში. სითხეები ათხელებს ლორწოს, ამარტივებს ხველებას.

2. მარილიანი წყლის სავლები. 1 ჩ.კ მარილი გახსნილი ჭიქა თბილ წყალში, შესანიშნავია ყელში გამოსავლებლად. ეს პროცედურა ხელს უწყობს ლორწოს გაწმენდას და ასევე ხსნის ყელის ტკივილს.

3. ქათმის ბულიონი შესანიშნავია გაციების დროს. აღმოჩნდება, რომ ამინომჟავა ცისტეინი, რომელიც ქათმის ხორცშია, ხელს უწყობს ლორწოს დაშლას.

4. ინჰალაცია. წამოადუღეთ ქვაბში წყალი. გამორთეთ და დაიწყეთ სუნთქვა ორთქლზე. საუკეთესო ეფექტისთვის თავზე გადაიფრეთ პირსახოცი, რადგან ორთქლი გვერდებზე არ გაიფანტოს. 5-10 წუთის განმავლობაში ეს პროცედურა დაგეხმარებათ ნახველის დაშლაში.

5. ევკალიპტი. ჩვეულებრივ იყენებენ რესპირატორული პრობლემების სამკურნალოდ, ხოლო ევკალიპტის ზეთს შეუძლია გაათხელოს ნახველი. ევკალიპტის ნახავში გამოივლეთ ყელში, ტკივილის შესამცირებლად. ასევე ძალიან ეფექტურია ინჰალაციის გაკეთებისაას დაამატოდ რამდენიმე წვეთი ევკალიპტის ეთერზეთი.

6. პიტნა. პიტნის მენთოლი ხსნის ლორწოს და სისველეს ყელში. პიტნის ჩაი ყელის ტკივილს სწრაფად ჩააცხრობს, ინჰალაციისთვის წყალში დამატებული რამდენიმე წვეთი ზეთი ხელს უშლის ლორწოს წარმოქმნას. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს საშუალება არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის.

7. ქონდარის ჩაი. ხელს უწყობს ლორწოს მოცილებას, აქვს ანტისეპტიკური თვისებები და შესაძლოა იმუნიტეტიც კი გააძლიეროს. ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როდესაც ყელი გაღიზიანდება ლორწოს საშუალებით, სცადეთ ქონდარის ჩაი.

8. ლიმონს და თაფლს ტრადიციულად იყენებდნენ ხველებისა და გაციების დროს. თაფლს აქვს ანტიბაქტერიული თვისებები და ამშვიდებს ყელს, ხოლო ლიმონი მდიდარია C ვიტამინით, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას და ძლიერი ანტიოქსიდანტია. ლიმონს ასევე აქვს ანტივირუსული თვისებებიც. დაამატეთ დაახლოებით 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და ცოტაოდენი თაფლი 1 ჭიქა თბილ წყალში. თუ ხველას თან ახლავს მწვავე ტკივილი, ქოშინი და გრძელდება 4 კვირაზე მეტხანს, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

Facebook კომენტარები