ნიღაბი თვალების გარშემო კანისთვის: ხდის ნაზსსა და ახალგაზრდულს.

513

ნიღაბი თვალების გარშემო კანისთვის: ხდის ნაზსსა და ახალგაზრდულს.

გოგონების უმეტესობა ზრუნავს, რომ ჰქონდეს ნაზი და ელასტიური კანი. მაგრამ მათ ხშირად ავიწყდებათ ქუთუთოს კანი. ზუსტად ამ მიდამოში იკვეთება ასაკობრივი ნაოჭები. გაგაცნობთ ნიღბებს, რომლებიც საკმაოდ ეფექტურია.

ოხრახუშის ნიღბები

ოხრახუში რომ სასარგებლოა კანისთვის, ეს ჯერ კიდევ საუკუნეების წინ იყო ცნობილი. ის ატენიანებს, ამკვრივებს კანს. შესანიშნავია ალერგიული კანისთვის.

1. ოხრახუშისა და არაჟნის ნიღაბი. ოხრახუში დაჭერით წვრილად, ისე, რომ ცოტაოდენი წვენი გამოუვიდეს, შეურიეთ ორი ჩაის კოვზი უცხიმო არაჟანი. წაისვით ნარევი ქუთუთოებზე, გადააფარეთ ბამბის დისკები. გაიჩერეთ 15 წუთი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

2. ოხრახუშისა და კარაქის ნიღაბი. ძალიან მშრალი კანის მფლობელებისთვის. ისევე, როგორც წინა რეცეპტში, წვრილად დაჭერით რამდენიმე ოხრახუში. შეურიეთ მწვანილს დარბილებული კარაქი 1 სუფრის კოვზი. 10-15 წუთის შემდეგ მოიცილეთ ბამბით.

3. ოხრახუშის ღეროები კარგად გარეცხილი წვრილად დაჭერით. წაისვით ქუთუთოებზე 15-20 წუთის განმავლობაში.

კარტოფილის ნიღბები

კარტოფილს ძალუძს კანის სწრაფად ტონუსში მოყვანა, ახალგაზრდობის ინექციების მსგავსად.

4. მოხარშული კარტოფილის ნიღაბი. მოხარშეთ კარტოფილი, შემდეგ დაჭერით და დაიდეთ ქუთუთოებზე 10-15 წუთის განმავლობაში.

5. ნიღაბი, რომელიც მზადდება უმი კარტოფილის, რძისა და ფქვილისგან. გახეხეთ კარტოფილი, დაუმატეთ რძე და ფქვილი, თითო ჩაის კოვზი. წაისვით ქუთუთოებზე 15–20 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გამოიყინეთ სიფრთხლით თუ ალერგიისკენ ხართ მიდრეკილი.

დამამშვიდებელი ნიღბები

ჩვენ ასევე გთავაზობთ რამდენიმე მარტივ და ეფექტურ ნიღბის რეცეპტს, რომელიც არა მხოლოდ ხელს შეუწყობს ნაოჭების გასწორებას, არამედ კანს ალამაზებს და აჯანსაღებს.

6. ბანანის ნიღაბი. ბანანის მეოთხედის რბილობი ჩაჭყლიტეთ ჩანგლით, წაისვით ქუთუთოებზე, დაიფარეთ ნესტიანი ქსოვილი. ჩამოიბანეთ 15 წუთის შემდეგ.

7. ნიღაბი ხაჭოთი და არაჟანით. ორივე ინგრედიენტი გათქვიფეთ. წაისვით სქელი ფენა კანზე თვალების გარშემო. 15 წუთის შემდეგ, ნაზად მოიცილეთ.

8. შვრიის ნიღაბი. შურიეთ 1 ს.კ შვრიის ფანტელს 1 ს.კ თბილი რძე. დაელოდეთ რომ გასქელდეს. გაიჩერეთ ნიღაბი 20 წუთის განმავლობაში.

9. კიტრის ნიღაბი. თვალების გარშემო დაიდეთ კიტრის ნაჭრები 15 წუთი. იდეალური საშუალებაა ქუთუთოებისთვის.

frenis kompensacia
frenis kompensacia