გამოიყენეთ ეს ნიღაბი კვირაში ერთხელ და თქვენი თმა უფრო ძლიერი და ჯანსაღი გახდება! იაფი და ეფექტური ნიღაბი!
სიმელოტე ან თმის ცვენა დღეს ორივე სქესის საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით, როგორიცაა ფიზიკური ან ემოციური სტრესი, კვების დეფიციტი, ჰორმონალური დისბალანსი, ალერგია, ჰიგიენის ცუდი დაცვა და თმის მოვლის საშუალებების არასათანადო გამოყენება.
ეს თმის ნიღბის რეცეპტი, რომელსაც დღეს გაგიზიარებთ, ასტიმულირებს ახალი თმის ზრდას იმ ადგილებში, სადაც გაგცვივდათ. უფრო მეტიც, ის ღრმად კვებავს თქვენს თმას და გახდის მას უფრო ძლიერსა და ჯანსაღს. ეს იაფი და მარტივი მეთოდი უნდა გამოიყენოთ კვირაში ერთხელ.
ინგრედიენტები: 1 კვერცხი; 1 მწიფე ბანანი; 1 სუფრის კოვზი თაფლი; ½ ჭიქა (125 მლ) ლუდი.
თასში ჩაჭყლიტეთ ბანანი და დაუმატეთ ერთი კვერცხი. კარგად მოურიეთ სანამ არ გახდება ერთი მასა. შემდეგ დაამატეთ თაფლი და ლუდი და კვლავ კარგად აურიეთ. წაისვით ნარევი სკალპზე და შეიზილეთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაიხურეთ შხაპის ქუდი და გააჩერეთ ერთი საათის განმავლობაში. შემდეგ დაიბანეთ თმა.
ბანანი კალიუმის და A, C, E ვიტამინების შესანიშნავი წყაროა, რაც იდეალურია სუსტი თმისთვის. ეს ვიტამინები აუცილებელია ჯანმრთელი და ძლიერი თმისთვის.
კვერცხი მდიდარია ცილებით, თმის ერთ-ერთი შემადგენელი ასევე ცილაა. ამრიგად, ცილები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჯანსაღი თმის ზრდის პროცესში. გარდა ამისა კვერცხი ბზინვარებას მატებს თმას.
ლუდი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, რომლებიც ამკვრივებს თმის კუტიკულებს. კუტიკულები თმის ყველაზე მნიშვნელოვანი დამცავია.
თაფლი მოქმედებს როგორც დამატენიანებელი და არბილებს და ასწორებს თმას. ეს არის ვიტამინების დიდი წყარო, რომელიც ძალიან სასარგებლოა თავის კანისთვის. გარდა ამისა, თაფლს შეუძლია დროთა განმავლობაში მეტად ბზინვარე გახადოს თმა, რეგულარული გამოყენების შემთხვევაში.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.