როგორ მივხვდეთ კარაქი, რომელსაც მივირთმევთ ნატურალურია თუ არა?

4959

როგორ მივხვდეთ კარაქი, რომელსაც მივირთმევთ ნატურალურია თუ არა?

ამ სტატიაში გაგაცნობთ რამდენიმე მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ ამოიცნოთ ნატურალური კარაქი. ფაქტია, რომ დღეს ბაზარზე უამრავი რეკლამირებული პროდუქტია, რომლებიც სავარაუდოდ უფრო საზიანოა, ვიდრე კარაქი (სპრედები, მარგარინი და ა.შ.) და გარეგნულად პრაქტიკულად არ განსხვავდება.

ამასთან, ეს ყველაფერი ხელოვნური შემცვლელია, რომელთა სარგებლობა ძალიან, ძალიან საკამათო საკითხია. ვინაიდან ნამდვილი კარაქი შეიცავს A, D და E ვიტამინებს, რომლებიც აუცილებელია ჩვენი სხეულისთვის, კარაქის გამოყენება სასარგებლოდ მოქმედებს მხედველობაზე, კანის მდგომარეობაზე და კონცენტრაციაზე. გარდა ამისა, კარაქი უფრო მეტ მხარდაჭერას უწევს ჩვენს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ვიდრე სპეციალური საკვები დანამატების მასა.

დიეტოლოგები ამბობენ, რომ ყოველდღე უნდა მიირთვათ ოცი გრამი კარაქი. მნიშვნელოვანია იყოს ნატურალური. როგორ ვიცნოთ ნატურალური კარაქი?

ნატურალური კარაქი არ შეიცავს სხვადასხვა მცენარეული ზეთების ჩამონათვალს, როგორც მარგარინი. კარაქის შემადგენლობა ლაკონურია: რძე და ნაღები.

თუ შეფუთვაზე არ არის დაწერილი “კარაქი”, ესეც საფუძველია ვიფიქროთ, არის თუ არა შიგნით მარგარინი.

ასევე ფასით შეგიძლიათ გაიგოთ ბუნებრივი კარაქი ძროხის რძისგან არის თუ არა.

თუ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გახსნათ პროდუქტი (მაგალითად, ბაზარში, სადაც კარაქი ხშირად იყიდება წონით), გადახედეთ მის ფერს. ეს არ უნდა იყოს არც რადიკალურად ყვითელი და არც ინტენსიურად თეთრი.

კარგი კარაქი მაგარია და გაჭრისას სრიალა ნაწიბურს ქმნის, ხოლო უხარისხო წვრილ ნამცეცებს ყრის და ფენებად იშლება.

ნა­ღე­ბის კა­რა­ქი, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი და­ნა­მა­ტი არ აქვს, არ შე­ი­ნა­ხე­ბა 35 დღე­ზე მეტს, ამი­ტომ აუ­ცი­ლებ­ლად წა­ი­კი­თხეთ შე­ფუთ­ვა­ზე ვადა.

როდესაც ნამდვილი კარაქი სიცივეში მოხვდება, ის არ რბილდება, მარგარინისგან განსხვავებით, რომელიც სწრაფად იწყებს დნობას (მცენარეული ცხიმების გამო). თუ ნატურალური კარაქის პატარა ნაჭერს მდუღარე წყალს დავასხამთ, ის წამში გადნება, ხოლო მარგარინი ნაწილ-ნაწილ დაიშლება.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები