საშინაო მეთოდები ბურსიტის სამკურნალოდ.

1991

საშინაო მეთოდები ბურსიტის სამკურნალოდ.

როგორ შევამციროთ ფეხებზე გამოწეული ძვლების შემცირება?

ბურსიტი – ეს არის ამოზნექილობა, რომელიც სახსარში დიდ თითთან ჩნდება და შესამჩნევ დეფორმაციას იწვევს. თუ ამ პრობლემით იტანჯებით და გინდათ იცოდეთ, როგორ შეამციროთ მისი ზომა, მაშინ ჩვენი სტატია წაიკითხეთ.

ეს პრობლემა მაშინ ჩნდება, როდესაც, დიდი თითი გვერდითა თითს აწვება და სახსრის გაფართოებას იწვევს.მან შეიძლება შეშუპება, ტკივილი და სხვა ბევრი უსიამოვნო სიმპტომი გამოიწვიოს.

ბურსიტი, როგორც წესი, 30 წლის შემდეგ ჩნდება და თითქმის ყოველთვის აზიანებს ორივე ფეხს.
ბურსიტის შემთხვევა ასოცირდება გენეტიკასთან, ფეხის ტრავმებთან და ისეთ დაავადებებთან, როგორიცაა ართრიტი.

შეიძლება ძვლის ტკივილი ბუნებრივი გზით განიმუხტოს?   დიახ!

ქვემოთ მოგითხრობთ იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ შვება მოგცეთ.
სამკურნალო საშუალებები ძვლის ტკივილის დროს
არსებობს რამდენიმე საშინაო საშუალება, რომლებიც დაგეხმარებათ ძვლის ტკივილის სწრაფად მოცილებაში.
დღეს ჩვენ გაგიზიარებთ ყველაზე პოპულარულ სამკურნალო საშუალებებს, რომელთა გამოცდა შეგიძლიათ!

1.ყინული

დროთა განმავობაში ბურსიტი გადაიზრდება ანთებაში, რა დროსაც იწვევს ტკივილს.
ტკივილის შესამცირებლად და გამოჯანმრთელების დასაჩქარებლად, ყინულის თერაპია შესანიშნავი არჩევანია.
დაბალი ტემპერატურა იწვევს ნერვული დაბოლოებების დაბუჟებას და ხანგრძლივ შემსუბუქებას.

დაგჭირდებათ:

½ ჭიქა დამსხვრეული ყინული
1 თხელი პირსახოცი
ყინული პირსახოცში შეახვიეთ და წაისვით ძვალზე 5-10 წუთის განმავლობაში. შეისვენეთ 5-10 წუთი და გაიმეორეთ კიდევ ორ-სამჯერ.

2. მასაჟი ეთერზეთებით.

დასასვენებლად ეთერზეთების მასაჟი არის თერაპიული გზა სისხლის მიმოქცევის გაზრდისთვის დაზიანებულ ადგილზე, ტკივილისა და ანთების შესამსუბუქებლად.

დაგჭირდებათ:

2 სუფრის კოვზი ზეთი (ლავანდა, ქოქოსი, ზეთისხილი, აბუსალათინის და ა.შ.)
წყალი (რამდენიც საჭიროა ზეთის გასაზავებლად).
ნარევი გაათბეთ და თითებით შეიზილეთ. დაიმუშავეთ 10 წუთის განმავლობაში.
3.კურკუმის და ზეითუნის ზეთის კრემი.
½ კოვზი კურკუმა (2 გრ)
1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი (5 გრ)
მოამზადეთ პასტა და წაისვით ძვალზე, კარგად შეიზილეთ. დაელოდეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

4. იოდი და ასპირინი

იოდისა და დაქუცმაცებული ასპირინის ნარევი ხელს შეუწყობს დაზიანებული ძვლის ანთების შემცირებას.

დაგჭირებათ:

იოდი 1 სუფრის კოვზი (10 მლ)

3 ასპირინის ტაბლეტი

1 სახვევი

ასპირინი დაფშვენით და დაუმატეთ იოდი, აურიეთ. მომზადების შემდეგ წაისვით ბურსიტზე და გაიჩერეთ 2 საათის განმავლობაში.

frenis kompensacia
frenis kompensacia