საუკეთესო ბუნებრივი საშუალებები პირის ღრუს წყლულის სამკურნალოდ.

1179

საუკეთესო ბუნებრივი საშუალებები პირის ღრუს წყლულის სამკურნალოდ.

წყლულები პირის ღრუში წარმოადგენს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დეფექტებს.

თქვენთვის სასარგებლო იქნება გაეცნოთ ამ ეფექტურ და ნატურალურ საშუალებებს, რომლებსაც შეუძლიათ მდგომარეობის შემსუბუქება.

წყლულები დიდ დისკომფორტს იწვევს და შეიძლება განთავსდეს არა მხოლოდ ტუჩებზე, არამედ ლოყების, ენისა და ღრძილების შიდა ზედაპირზეც.

თუ უშუალოდ იცით, რას ნიშნავს პირის ღრუს ასეთი წითელი ან თეთრი ლაქების ქონა, ვფიქრობთ, თქვენთვის სასარგებლო იქნება გაეცნოთ ამ ეფექტურ, ბუნებრივ საშუალებებს, რომლებსაც შეუძლიათ მდგომარეობის შემსუბუქება და განკურნების პროცესის დაჩქარება.

თაფლი

იგი ცნობილია თავისი ანტიბაქტერიული თვისებებით, ამიტომ შესანიშნავია პირის ღრუს წყლულების სამკურნალოდ. შეგიძლიათ დაამატოთ კურკუმა საუკეთესო ეფექტისთვის.
უმოკლეს დროში კარგი შედეგის მისაღწევად, ჭრილობებს თაფლი წაუსვით ყოველ რამდენიმე საათში.

ქოქოსის ზეთი

ანთების საწინააღმდეგო ინგრედიენტების წყალობით ქოქოსის ზეთი ათავისუფლებს შეშუპებას და დისკომფორტს. ბამბის.ბალიშის გამოყნებით წაიავით ზეითუნის სეთი წყლულებზე. პროცედურა გაიმეორეთ ყოველ 2-3 საათში ერთხელ.

მარილიანი წყალი

ეს მეთოდი არის ყველაზე მარტივი და პოპულარული.
ერთ ჭიქა წყალში გახსენით 1 ჩ.კ მარილი და გმოივლეთ პირია ღრუში. წყალი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.

ვაშლის ძმარი

ვაშლის ძმრის ფასდაუდებელი სარგებლობისთვის შეგიძლიათ შეეგუოთ მის არც თუ ისე სასიამოვნო გემოს. მთავარია, რომ ეს პროდუქტი შესანიშნავია პირის ღრუს წყლულებთან გასამკლავებლად. უბრალოდ არ გამოიყენოთ იგი წყალში გაზავების გარეშე (1 სუფრის კოვზი ძმარი 0,5 ჭიქა წყალზე). გამოივლეთ პირი დღეში ორჯერ, 2-3 წუთის განმავლობაში.

ნიორი

ნიორი პირის ღრუს წყლულის ერთ-ერთი საუკეთესო მკურნალია. ნაზად შეიზილეთ გამონაყარის ადგილებში არა უმეტეს ორი წუთის განმავლობაში. 3 წუთის შემდეგ დაიბანეთ პირი სუფთა წყლით. გაიმეორეთ პროცედურა, სანამ წყლულები მთლიანად არ გაქრება.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები