ნაწლავის წმენდა მარილიანი წყლით

1447

ნაწლავის წმენდა მარილიანი წყლით

ნაწლავების გაწმენდის პროცედურა უმჯობესია ჩაიტაროთ დილით, როცა ის ნაკლებად არის დატვირთული, უზმოზე, საკვების მიღებამდე. სხეულს მარილი სჭირდება სხვადასხვა ბიოქიმიური პროცესების დასაწყებად. ის ხელს უწყობს ტოქსინების დეტოქსიკაციასა და ელიმინაციას. მარილიანი ხსნარი ხელს უწყობს არა მხოლოდ ნაწლავების გაწმენდას, არამედ ქრონიკული დაღლილობის მოცილებას.

გაასუფთავეთ მსხვილი ნაწლავი მარილიანი წყლით

როგორ მოვამზადოთ მსხვილი ნაწლავის წმენდის მარილიანი ხსნარი?!

ხსნარის მოსამზადებლად საჭიროა ზღვის მარილი, მაგალითად ჰიმალაის მარილი, მაგრამ არა იოდირებული.

თუ ამ პროცედურას პირველად აკეთებთ, საკმარისია რამდენიმე ჩაის კოვზი მარილი.  წყალი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. შეიძლება ცოტა თბილი იყოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ცხელი წყალი. ასევე დაგჭირდებათ ლიმონის  წვენი მარილის გემოს შესამცირებლად.

1 ლიტრ წყალში გახსენით 1 ს.კ. მარილი, სწორედ ასეთი ხსნარი ყველაზე კარგად მოერევა ორგანიზმში დაგროვებულ ტოქსინებს. ხსნარი უნდა დალიოთ მომზადებიდან 5 წუთში, რაც უფრო მალე მით უკეთესი. შემდეგ თქვენ გვერდზე უნდა დააწვეთ და მუცელილზე მასაჟის მოძრაობები გააკეთოთ, შემდეგ მეორე მხარეს დაწექით და მეორე მხარეს მუცელი შეიზილეთ. ნახევარ საათში უნდა გაიწმინდოს ნაწლავები.

წმენდის პროცესი შეიძლება მთლიანად დასრულდეს რამდენიმე საათში, ამიტომ პროცედურის დროს რეკომენდებულია მნიშვნელოვანი შეხვედრების და სხვა საკითხების გადადება. ასეთი ხსნარის გამოყენება სასარგებლოა, მაგრამ მაქსიმალური ეფექტის მიღწევა შესაძლებელია, თუ სწორად დაიცავთ კვებას.

უნდა მიირთვათ საკვები, რომელსაც აქვს სასარგებლო გავლენა ნაწლავის მიკროფლორაზე – რძის პროდუქტები, ბროკოლი, ქატო, მთელი მარცვლეული, ბოსტნეული, ხილი.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას.

 

Facebook კომენტარები