შესანიშნავი საშუალება მაღალი წნევისა და ცუდი ქოლესტერინის დროს
ზედმეტი ქოლესტეროლი ზედმეტ პრობლემებს გვიჩენს. უადგილო ადგილას, არტერიების კედლებზე, წარმოქმნის ცხიმოვან (ე.წ. ათეროსკლეროზულ) ფოლაქებს და, რა თქმა უნდა, სისხლძარღვის სანათურს ავიწროებს, თუმცა ეს პრობლემის მხოლოდ ნაწილია. უსწორმასწორო კედლები თრომბების წარმოქმნას უწყობს ხელს და შესაძლოა, სისხლის მიმოქცევის სისტემის რომელიმე უბანი დაახშოს. თუ ასეთი რამ გულის სისხლძარღვებში მოხდა, ინფარქტი განვითარდება, თუ ტვინის სისხლძარღვებში – ინსულტი.
ქოლესტეროლის დონე სასურველია 150 მგ`დლ(3.9 მმოლ`ლ)-ზე ქვემოთ შევინარჩუნოთ. 200 მგ`დლ (5.2 მმოლ`ლ) უკვე საშიში ზონაა, შემდგომი მატება – მით უფრო. სტატისტიკოსებმა გამოთვალეს, რომ მისი დონის ყოველი 50 მგ`დლ (1.3 მმოლ`ლ)-ით გაზრდისას ინფარქტის საფრთხე ორჯერ იმატებს. თუმცა ქოლესტეროლიც არის და ქოლესტეროლიც, ამიტომ ზემოთ ნახსენები მაჩვენებელი საერთო სურათს მხოლოდ ნაწილობრივ ასახავს.
ვერც ქოლესტეროლი და ვერც ცხიმი, ისევე როგორც ლიპიდების უმეტესობა, დასანახავად ვერ იტანენ წყალს. არადა თუ არ გაიხსნენ, სისხლში მოგზაურობის უფლებას ვერაფრით მოიპოვებენ. ამისთვის ცილებთან (პროტეინებთან) ამყარებენ ალიანსს და ე.წ. ლიპოპროტეინებს ქმნიან.
დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების 55% ქოლესტეროლია, ამიტომაც არ ენანებათ და უხვად ფანტავენ. რომელიმე უჯრედს საქმისთვის თუ დასჭირდა, უარს ნამდვილად არ ეტყვიან, ანომალიურ ვითარებაში კი ქოლესტეროლის მარაგს არტერიებში გლუვი კუნთების ბოჭკოებს შორის ალაგებენ. რაღა გასაკვირია, რომ ასეთ ქოლესტეროლს “ცუდი” უწოდეს.
ამიტომ, აუცილებელია რომ ეს ცუდი ქოლესტეროლი მოვიშოროთ. დღეს კი არაჩვეულებრივ მეთოდს გაგაცნობთ.
ეს საოცარი ნატურალური წამალი ცნობილია ძალიან დიდი ხანია.
იგი გამოიყენება მრავალი დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ იგი განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა არტერიული წნევის ნორმალიზებისას.
ამ ძლიერი საშუალების მიღებით თქვენ გააძლიერებთ იმუნურ სისტემას, დაივიწყებთ არტერიულ წნევას და შეამცირებთ ცუდი ქოლესტერინის დონეს, რაც უარყოფითად მოქმედებს გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე.
თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
ნიორი - 1 კბილი, წინასწარ დაჭყლეტილი
ლიმონის წვენი - 1 სუფრის კოვზი
კოჭა - 1 სუფრის კოვზი
ვაშლის ძმარი - 1 სუფრის კოვზი
ნატურალური თაფლი - 1 სუფრის კოვზი
თქვენ მხოლოდ უნდა აურიოთ ყველა ინგრედიენტი ერთ ჭურჭელში. თუ გსურთ მოემზადოთ შემდეგი გამოყენებისათვის, შეინახეთ პროდუქტი მაცივარში, მაგრამ არა უმეტეს 5 დღისა.
Როგორ გამოვიყენოთ?
მიღებული ნარევი უნდა დალიოთ დღის განმავლობაში, დაყავით 2 დოზად: საუზმის წინ და ვახშმამდე. დადებით ეფექტს ერთ კვირაში იგრძნობთ.