ამ სტატიაში გაგაცნობთ იმ მიზეზთა ჩამონათვალს,  თუ რატომ უნდა გამოიყენოთ ვაშლის ძმარი 

2935

ამ სტატიაში გაგაცნობთ იმ მიზეზთა ჩამონათვალს,  თუ რატომ უნდა გამოიყენოთ ვაშლის ძმარი 

ვაშლის ძმარი ერთ – ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია, რომლის მირთმევა შეგიძლიათ ნებისმიერი სახით. ვაშლის ძმრის როგორც შიდა, ასევე გარეგანი გამოყენება ძალზე სასარგებლოა.

ვაშლის ძმარი შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ თითქმის ყველა მინერალურ ნივთიერებასა და მიკროელემენტს. იგი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ამაღლებს სისხლის შედედების უნარს, არეგულირებს ნორმალურ მენსტრუალურ ციკლს, აჯანსაღებს სისხლძარღვებს, ხელს უწყობს სისხლის წითელი ბურთულების წარმოქმნას. ძმრის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსება კალიუმის მაღალი შემცველობაა, ის აუცილებელია ენერგიის გამომუშავებისათვის, ასევე ნერვული სისტემის დასამშვიდებლად.

აქვს ძლიერი ანტივირუსული თვისებები.

ვაშლის ძმარს აქვს ძლიერი ანტივირუსული თვისებები და გამოიყენება მრავალი ინფექციის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. გარდა ამისა, ის ამცირებს ალერგიისადმი მგრძნობელობას და ანადგურებს თქვენს სხეულში ლორწოს.

ეხმარება საკვების მონელებას და ტოქსინების მოცილებას.

ძმარი ასუფთავებს სხეულს და ხსნის ღვიძლში დაგროვილ ტოქსინებს.

მდიდარია კალიუმით.

ვაშლის ძმარი მდიდარია კალიუმით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მინერალია, რომელიც პასუხისმგებელია გულის ნორმალურ ფუნქციონირებაზე, კუნთების სწორად მუშაობაზე, ნორმალურ გულისცემაზე.

არეგულირებს შაქარს სისხლში და არტერიულ წნევას.

საკვებში ძმრის დამატება ხელს შეუშლის სისხლში შაქრის მატებას და ასევე გაზრდის ინსულინის კონცენტრაციას სისხლში, რაც ჩვეულებრივ ხდება საკვების მიღების შემდეგ.

აღადგენს pH ბალანსს.

ვაშლის ძმარი, თავისი მაღალი შემცველობით ვაშლისა და ძმარმჟავას, არეგულირებს შინაგანი pH ბალანსს.

ხელს უწყობს წონის ჯანსაღ კლებას.

ძმარი ხელს უწყობს წონის ჯანსაღ კლებას, რადგან ცხიმს ანადგურებს. ყოველდღე უნდა დალიოთ 1 ჭიქა წყალში გახსნილი ერთი კოვზი ძმარი უზმოზე.

ათეთრებს და აძლიერებს კბილებს.

კბილების გასამაგრებლად და გათეთრებისთვის საკმარისია მუდმივად ჩამოიბანოთ პირი ვაშლის ძმრით.

უზრუნველყოფს  თმის ბზინვარებას და მოცულობას.

შამპუნით დაბანის შემდეგ, კვირაში ერთხელ ჩამოიბანეთ თმა ვაშლის ძმრით, ეს თქვენს თმის უპრეცედენტო ბზინვარებასა და მოცულობას მიანიჭებს.

არბილებს კანს და კურნავს ლაქებს.

ასაკობრივი ლაქების შესამცირებლად დაიმუშავეთ კანი ვაშლის ძმარში დასველებული ბამბის ბალიშებით. გაიმეორეთ ეს პროცედურა დილით და საღამოს, ძილის წინ.

 

Facebook კომენტარები