პირის ღრუს გამორეცხვა სეზამის ზეთით. ეფექტური მეთოდი სხვადასხვა დაავადებების წინააღმეგ
სეზამის თესლის ზეთი საოცრად სასარგებლო პროდუქტია. მსოფლიოს ხალხთა გამოცდილებამ არა ერთხელ დაამტკიცა მისი სასიკეთო გავლენა ადამიანის ორგანიზმზე.
კბილების სიმაგრისათის სეზამის ზეთი უნდა გამოვივლოთ პირის ღრუში. ეს პროცედურა ეფექტური საშვალებაა კარიესის, პარადონტიტის და პარადონტოზის დროს. კბილის ტკივილის დროს ზეთი უნდა შევიზილოთ ღრძილებზე. სეზამის ზეთი ანელებს კბილის ტკივილს. ხანდახან მთლიანად ხსნის მას.
პირის ღრუს სავლები სეზამის ზეთით, უძველესი აიურვედული პრაქტიკა პირის ღრუს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ტოქსინებისგან გაწმენდისა და იმუნიტეტის გასაძლიერებლად, წარმოუდგენელ შედეგებს იძლევა.
ამ პროცედურისთვის დაგჭირდებათ სეზამის ზეთი ან ქოქოსის ზეთი.
მომზადების წესი:
მიიღეთ 1 ჩაის კოვზი ზეთი დილით უზმოზე და გამოივლეთ პირის ღრუში დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში. პროცედურა შეიძლება არც ისე სასიამოვნოდ მოგეჩვენოთ, თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ რამდენიმე წუთით და 2-3 კვირაში 20 წუთამდე მიიყვანოთ.
ყბა ისე უნდა ამოძრაოთ, თითქოს ლუკმას ღეჭავთ. პროცედურის დასრულების შემდეგ აქაფებული ზეთი გადმოანერწყვეთ (არავითარ შემთხვევაში არ ჩაყლაპოთ). გამოივლეთ პირში თბილი, სუფთა წყალი და გამოიხეხეთ კბილები.
შეგიძლიათ მოამზადოთ ნატურალური კბილის პასტა:
1 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი + 1 სუფრის კოვზი საცხობი სოდა + 5 წვეთი ოხრახუშის / სალბის / ევკალიპტის / ჩაის ხის ეთერზეთი. (არ არის სავალდებულო ზეთების დამატება).
ამ სავლების გაკეთება შეგიძლიათ ყოველდღე, სამჯერ დღის განმავლობაში.
რა სარგებელი აქვს ამ სავლებს:
გაგიუმჯობესებთ პირის ღრუს ჯანმრთელობას (გამორეცხვა ებრძვის კბილების გახრწნას, ხელს უშლის პაროდონტის დაავადებას, ხსნის ღრძილების სისხლდენას , ათეთრებს კბილებს)
მკურნალობს ეგზემას, აკნეს და კანის სხვა დაავადებებს
შეძლებს წინააღმდეგობა გაუწიოს ბრონქიტს, სინუსიტს
აღარ დაგტანჯავთ უძილობა, თავის ტკივილი და შაკიკი
შეუძლია აგარიდოთ ჰაიმორიტი.
გაგიუმჯობესდებათ მეტაბოლიზმი და ნივთიერებათა ცვლა, ორგანიზმიდან გამოიდევნება მავნე ნივთიერებები და რაც მთავარია, გამოჯანმრთელდებით.
ზეთის შეძენა შეგიძლიათ როგორც აფთიაქებში, ისე სუპერმარკეტებში.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.