საკმეველის სამკურნალო თვისებები, რომლის შესახებაც აქამდე არ იცოდით

3628

საკმეველის სამკურნალო თვისებები, რომლის შესახებაც აქამდე არ იცოდით

საკმევლის გამოყენების სპექტრი ძალიან ფართოა. ამ სტატიაში მოგიყვებათ ამ ხის ფისის სასარგებლო თვისებების შესახებ.

საკმეველი – ესაა ფისი, რომელსაც განსაკუთრებული, მხოლოდ მისი არომატისთვის დამახასიათებელი თვისებები აქვს. ამდენად ძვირფასი ფისი მიიღება ლადანისებრთა ოჯახის მცენარისგან, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულზე იზრდება.

ნატურალური საკმეველი ძლიერი საშუალებაა ჯანმრთელობისთვის. იგი, ძველად, ოქროზე უფრო ძვირად ფასობდა. მისი არომატი კურნავს სულიერ ტკივილს, იგი მძლავრი იმუნოსტიმულატორია, გვეხმარება დამშვიდებაში და ამარცხებს მიკრობებსაც.

საკმეველის სამკურნალო თვისებები:

  • აახალგაზრდავებს კანს;
  • აღკვეთს ანთებით პროცესებს;
  • გვამშვიდებს;
  • აღადგენს;
  • კლავს მიკრობებსა და ბაქტერიებს, ამით კი წმენდს ჰაერს;
  • სახლს ათავისუფლებს უარყოფითი, ნეგატიური ენერგიისგან;
  • გვეხმარება მოწევისთვის თავის დანებებაში;
  • ებრძვის გაციებას;
  • დადებითად მოქმედებს კანზე, გვათავისუფლებს ანთებისა და გამონაყარისგან;
  • აუმჯობესებს მეხსიერებას;
  • კურნავს ართრიტს, სახსრების ტკივილსა და რევმატიზმს;
  • გვიხსნის შიშისა და შფოთვისგან;
  • გვეხმარება ქალური დაავადებების მკურნალობაში;
  • თავის ტკივილებს, სტრესს, დეპრესიასა და უძილობას ებრძვის.

დაავადებების დროს, საკმეველი ცხვირით 2 წუთის განმავლობაში უნდა ისუნთქოთ, იმ შემთხვევების გარდა, თუ მას სახლის გასაწმენდად წვავთ. ეცადეთ, არ გადააჭარბოთ.

ჭრილობების ან კანის წყლულების სამკურნალოდ, შეურიეთ საკმევლის ზეთი ნებისმიერ ზეთს და წაისვით.
50მლ. წყალს შეურიეთ 1-2 წვეთი საკმევლის ზეთი, დაასველეთ ბამბის დისკი და გაიწმინდეთ სახე. თუ ამ პროცედურას ყოველდღე მიმართავთ, ნაოჭები და ფორები შემცირდება, კანი უფრო ჯანსაღი გახდება.
frenis kompensacia
frenis kompensacia