ჭინჭრის სამკურნალო თვისებები, რომლებიც უნდა იცოდეთ

1049

ჭინჭრის სამკურნალო თვისებები, რომლებიც უნდა იცოდეთ

ჭინჭრის წვენს იყენებენ თირკმელებში კენჭის წარმოშობის თავიდან აცილების მიზნით, აგრეთვე შარდსადენი გზების ინფექციური დაავადების მკურნალობის დროს.

თმის ცვენის დროს აიღეთ 1 სუფრის კოვზი ჭინჭრის ფოთოლი, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1,5 სთ, გაწურეთ შეიზილეთ ნაყენი ახალადდაბანილ და გამშრალ თმაში კვირაში ერთხელ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ჭინჭარს იყენებენ ქრონიკული ვარიკოზული წყლულებისა და სისხლნაკლებობის დროს.
ჭინჭარს იყენებენ ძირითადად რთულ ნაკრებებში.

ჭინჭარს იყენებენ ანემიის დროს: 

რკინის მაღალი შემცველობის წყალობით, ჭინჭარი სისხლწარმოქმნასაც აუმჯობესებს, ის სასარგებლოა რკინადეფიციტური ანემიის დროს.

რეცეფტი:

ერთი ჩაის კოვზ ჭინჭრის ფოთოლს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 5 წუთით.
გადაწურეთ და დალიეთ პატარა ყლუპებით მთელი დღის განმავლობაში შემდეგი სქემით:

პირველ დღეს ერთი ჭიქა

მეორე დღეს ორი ჭიქა

მესამე დღეს სამი ჭიქა

ჭინჭარს გააჩნია ანტიკანცეროგენური თვისებებიც. ამიტომ ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა კუჭის პრობლემები და წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია, რეკომენდებულია ჭინჭრის თაფლის გამოყენება, რომელიც მზადდება შემდეგნაირად: 1 ლ ახლადდაწურულ ჭინჭრის წვენს დაამატეთ 200 გ თაფლი, მიიყვანეთ ადუღებამდე და გადმოდგით. როცა გაცივდება მიიღეთ 1 ს.კ. დღეში 2-ჯერ 1 თვის განმავლობაში. თუ არ გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ყოველდღიურად ამზადოთ ჭინჭრის ახალი წვენი, შეგიძლიათ მოამზადოთ ჭინჭრის ექსტრაქტი.

ფოთლებიდან წვენის გამოწურვა შესაძლებელია ხორცსაკეპი მანქანის, წვენსაწურის ან უბრალო მარლის დახმარებით. გასტრიტისა და წყლულის დროს მიიღეთ წვენი – თითო ჩაის კოვზი 3-4-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

რეცეპტი სისხლში შაქრის შემცირებისთვის 

აიღეთ 2 სუფრის კოვზი მშრალი, დაქუცმაცებული ფოთოლი, შეურიეთ ერთ ჭიქა მაწონს და მიიღეთ ჭამის წინ. მკურნალობის კურსი – 2 კვირა. ათდღიანი შესვენების შემდეგ კვლავ გაიმეორეთ.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

frenis kompensacia
frenis kompensacia