დაამატეთ ლავანდის ლიმონათი თქვენს მენიუში. გათავისუფლდით თავის ტკივილისა და შფოთვისგან

149

დაამატეთ ლავანდის ლიმონათი თქვენს მენიუში. გათავისუფლდით თავის ტკივილისა და შფოთვისგან. 

თავის ტკივილი ყველაზე გავრცელებული მდგომარეობაა ყველა ასაკის ადამიანებზე. ამას უამრავი მიზეზი აქვს, მათ შორის სტრესი, დაძაბულობა, გაუწყლოება ან სხვა გარე ან შინაგანი ფაქტორები. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა ტკივილგამაყუჩებლებს მიმართავს, ისინი ყოველთვის არ ამშვიდებენ.

ხალხურ მედიცინას მრავალი რეცეპტი აქვს, რაც თავის ტკივილის შესამსუბუქებლად ხშირად გამოიყენება.

აიღეთ ლავანდა.

ლავანდა აქტიურად გამოიყენება არომათერაპიაში, თუმცა ოფიციალურად თერაპიულ საშუალებად არ ითვლება. კვლევამ ლავანდით მიღებული რეალური სამკურნალო ეფექტი აჩვენა. ლავანდას შეუძლა ოპერაციის წინ, პაციენტის შფოთვის მოხსნა. ეს დადასტურდა ოტორინოლარინგოლოგიის განყოფილების ქირურგიულ პაციენტებზე კვლევით.

თავისი ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, სოკოს საწინააღმდეგო და ანტიდეპრესიული თვისებებით, ეს მეწამული ბალახი შეიძლება გამოყენებულ იქნას ქრონიკული თავის ტკივილის გასაყუჩებლად. თავის ტკივილის სამკურნალოდ ლავანდის გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი ლავანდის ლიმონათია. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ამ ტკბილ სასმელს შეუძლია გაათავისუფლოს ყველაზე მუდმივი თავის ტკივილიც კი.  ერთადერთი, რაც თქვენ უნდა გააკეთოთ, შეავსოთ თქვენი სამზარეულოს კაბინეტი ამ საოცარი ბალახით. მისი შეძენა მარტივად შეგიძლიათ  საკვების უმეტეს მაღაზიებსა და აფთიაქებში.

საჭირო ინგრედიენტები:

1 ჭიქა ნატურალური თაფლი

2 ჭიქა წყალი

გამხმარი ყვავილების 1 ტოტი

6 ცალი ლიმონის წვენი

დიდი ქვაბის გამოყენებით, წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე. გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ ლავანდა. დაფარეთ და გააჩერეთ 1 საათით. გაწურეთ სითხე და შეურიეთ თაფლს და ლიმონის წვენს. ლიმონათის დალევა შეგიძლიათ თბილი ან  ცივი. რეცეპტი იძლევა 6 ულუფას.

ასევე

ძლიერ თავის ტკივილს მოგიხსნით ლავანდის კომპრესი. ბამბის ქსოვილი დაასველეთ ლავანდის სპირტში და ცივი კომპრესი დაიდეთ შუბლზე 0,5 საათით.

გაღიზიანების, ნერვული დაძაბულობისა და სტრესის დროს ლავანდის ზეთის 3 წვეთი დაამატეთ თბილ წყალს, დაასველეთ ბამბის ქსოვილი, დაიფინეთ სახეზე და გაიჩერეთ 5 წუთი.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

 

frenis kompensacia
frenis kompensacia