ვარიკოზული ვენების მკურნალობა ხალხური მედიცინით

2019

ვარიკოზული ვენების მკურნალობა ხალხური მედიცინით

ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტე ხალხური მეთოდებით მემკურნალა. უამრავი რეცეპტი მოვიძიე, ყველა მათგანი შევათანხმე ექიმებთან და დავიწყე მკურნალობა. შედეგით გაოცებული დავრჩი და მინდა, გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ.

ცხენისწაბლას ნაყენი

აიღეთ 1 სუფრის კოვზი ცხენისწაბლას ყვავილი და ნაყოფი, კარგად დააქუცმაცეთ, დაასხით 100 მლ არაყი, დადგით გრილ, ბნელ ადგილას ერთი კვირით, დროდადრო შეაჯანჯღარეთ. მიიღეთ 30 წვეთი დღეში სამჯერ, ჭამამდე, მიაყოლეთ წყალი.

თხილის ფოთლების ნახარში

აიღეთ 1 სუფრის კოვზი თხილის ხმელი ფოთოლი, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ ჩაისავით და სვით 1/4 ჭიქა დღეში 4-ჯერ.

დადგით, დროდადრო შეანჯღრიეთ. საღამოობით ამ ნაყენით დაიზილეთ ფეხები ტერფებიდან თეძოებამდე. ტკივილი მალე გაივლის, მაგრამ სისხლძარღვოვანი ბადის გასაქრობად 3-4 თვე დაგჭირდებათ.

ავშანი(აბზინდა)

აიღეთ ერთი პეშვი ქორფა ცხარე ავშანი, დააქუცმაცეთ და შეურიეთ 0,5 ლიტრი მაწონი. ნარევი წაუსვით დოლბანდზე ან რბილ ნაჭერზე და დაიდეთ ფეხებზე, განსაკუთრებით – იმ ადგილებზე, სადაც ყველაზე მეტად არის გამობერილი ვენები. ფეხები შეაწყვეთ ბალიშზე და დაიფარეთ ცელოფანი. ნახევარი საათის შემდეგ მოიხსენით.

სვია

ერთი სუფრის კოვზი სვიის მარცვალი დააქუცმაცეთ, დაასხით ერთი ჭიქა ანადუღარი წყალი, 15 წუთით ჩადგით ორთქლის აბაზანაში. გაწურეთ და მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე. გაგანიერებულ ვენებზე დაიდეთ სვიის ნახარშში დასველებული დოლბანდი.

ნიორი

ნიორი არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბუნებრივი საშუალება ვარიკოზული ვენების და ანთებისთვის. იგი შლის ტოქსიკურ ნარჩენებს ორგანიზმიდან და ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას. დღეს გაგაცნობთ იმ გზას თუ როგორ შეიძლება გამოიყენოთ ნიორი ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ.

რამდენიმე კბილი ნიორი (გახეხილი)
1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
½ ჭიქა ფორთოხლის წვენი

კარგად შეურიეთ ინგრედიენტები და გააჩერეთ მშრალ და გრილ ადგილას 12 საათის მანძილზე, პირველ გამოყენებამდე.

გამოყენების წესი:

შეიზილეთ კანში ნარევი და დაიმასაჟეთ მანამ, სანამ კანი არ შეიწოვს ბოლომდე სითხეს. ამის შემდეგ შეიხვიეთ თბილად და 50 წუთის შემდეგ მოიხსენით სახვევი. გაიმეორეთ პროცედურა სასურველი შედეგის მიღწევამდე.

 

 

Facebook კომენტარები