ჰორმონალური დისბალანსის სიმპტომები, რომლებსაც ხშირად ყურადღებას არ აქცევთ

273

არსებობს ჰორმონალური დისბალანსის რამდენიმე მიზეზი, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ:

წონაში მუდმივი მატება

ბევრი ქალი ცდილობს, რომ ფორმაში ჩადგეს და ვარჯიშობს, მაგრამ ზოგიერთის შემთხვევაში წონაში კლების მაგივრად მომატება ფიქსირდება, რის მიზეზიც ჰორმონალური დისბალანსია.

მუცლის ცხიმი

როდესაც თქვენი ენდოკრინული სისტემა სტრესის ქვეშაა მაშინ მუცლის ცხიმი გროვდება და მისი მოშორება ძალიან ძნელდება.

სქესობრივი ლტოლვის ნაკლებობა

ეს ჰორმონალური ბალანსის დარღვევის ყველაზე აშკარა სიმპტომია.

გადაღლა, დაქანცვა

როდესაც თავს ძალიან გადაღლილად გრძნობთ ნუ დააბრალებთ ამას მხოლოდ სამსახურს, მიზეზი შესაძლოა, რომ ჰორმონალური დისბალანსი იყოს.

გაღიზიანება, დეპრესია

შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ თქვენი დეპრესიული მდგომარეობა მხოლოდ ნერვებს არ უკავშირდება, ეს ერთ-ერთი მიმანიშნებელია იმისა, რომ თქვენს ორგანიზმში ჰორმონალური დისბალანსია.

უძილობა

ეს ერთ-ერთი მიმანიშნებელია იმისა, რომ აუცილებლად უნდა გაარკვიოთ თქვენი ჰორმონალური ბალანსის შესახებ.

ფაღარათი

ესეც ერთ-ერთი მიმანიშნებელი სიმპტომია, რომელსაც ესტროგენის ნაკლებობა წვევს.

საკვების მონელების პრობლემა

გაზების დაგროვება, გაუვალობა, შებერილობა – ეს ყველაფერი უკავშირდება ჰორმონალურ დისბალანსს.

გაითვალისწინეთ: ეს სიმპტომები თითქოს ფიზიკურ პრობლემებს უკავშირდება, მაგრამ რეალურად შესაძლოა ჰორმონალური დისბალანსის გამომწვევი უპირველესი სიმპტომი იყოს.

frenis kompensacia
frenis kompensacia