ქოლესტერინისა და მაღალი წნევის დამარეგულირებელი საშუალებები

5335

ქოლესტერინისა და მაღალი წნევის დამარეგულირებელი საშუალებები

Ბერები დიდი ხანია იყენებენ ამ საოცარ, ეფექტურ სამკურნალო საშუალებებს. მათ სჯერათ, რომ ეს საშუალება შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, აგრეთვე იმუნიტეტის გასაზრდელად.

ამ ინგრედიენტების კომბინაცია ძლიერია და ნაჩვენებია, რომ ეფექტურია ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის სამკურნალოდ.

რეცეპტი #1

შემადგენლობა: 1 ნიორის კბილი, დაჭყლეტილი; 1 სუფრის კოვზი სუფთა ლიმონის წვენი; 1 ახალი კოჭა, გახეხილი; 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი; 1 ჩაის კოვზი თაფლი.

მომზადება: მოათსავსეთ ინგრედიენტები თასში და კარგად აურიეთ. თუ მიიღეთ მეტი წამალი ვიდრე გჭირდებათ, შეინახეთ მაცივარში 5 დღემდე, მაგრამ არა უმეტეს.

გამოყენება: მიიღეთ ეს ნარევი საუზმისა და ლანჩის წინ, მაგრამ არა უმეტეს დღეში სამჯერ. ერთ კვირაში დადებით შედეგებს შეამჩნევთ. ეს შინაური საშუალება დაგეხმარებათ ქოლესტერინის შემცირებაში და არტერიული წნევის ნორმალიზებაში.

რეცეპტი #2

1 სუფრის კოვზი კამის თესლი 1 ლიტრ წყალში ჩაყარეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე. გააჩერეთ საღამოსა და ღამით. მიიღეთ დღეში სამჯერ 1 სუფრის კოვზი.

რეცეპტი #3

ერთ სავსე სუფრის კოვზ ვარდკაჭკაჭას ფესვს დაასხით ერთნახევარი ჭიქა ცივი წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე, ადუღების შემდეგ ცეცხლზე გააჩერეთ კიდევ 5 წუთი, შემდეგ გააჩერეთ სითბოში 4 საათი. დღეში მცირე ყლუპებით დალიეთ 1–1,5 ჭიქა. მკურნალობის ხანგრძლივობა 10–12 დღე.

რეცეპტი #4

1 სუფრის კოვზ ასკილის ნაყოფს დაასხით 3 ჭიქა წყალი, აადუღეთ ორჯერ და გააჩერეთ ორთქლზე 3 საათი. გააცხელეთ და დალიეთ დღის განმავლობაში ჩაის სახით. ამ დროს ჯობს არ მიიღოთ ხორცეული.

რეცეპტი #5

2 სუფრის კოვზ შავი მოცხარის მშრალ ნაყოფს დაასხით ერთი ჭიქა ცხელი წყალი, ადუღეთ 10 წუთი დაბალ ცეცხლზე, გააჩერეთ 1 საათი, შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ ჭიქის მეოთხედი დღეში ოთხჯერ.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები