"ეს იყო თითქმის პუტინის დონეზე დაგეგმილი პროვოკაცია, რათა ვითარება გაემწვავებინათ საქართველოში და უფრო გაერთულებინათ ისედაც რთული ქართულ-რუსული ურთიერთობები"
20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ რუსთაველის გამზირი კვლავაც რჩება საპროტესტო განწყობის ეპიცენტრად, სადაც ყოველდღიურად იკრიბებიან მოქალაქეები, უმეტესად - ახალგაზრდები. "ცხოვრებას თავისი კორექტივები შეაქვს ყველაფერში და ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მმართველი პოლიტიკური ძალის ვალია, იყოს ადეკვატური ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და, რაც მთავარია, ესმოდეს საზოგადოების მაჯისცემა, თორემ ეს მაჯისცემა გაჩერდება..." - ეს განცხადება პოლიტიკური გაერთიანების - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა, როდესაც ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმა დააანონსა. მმართველი ძალა გამოვიდა ინიციატივით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.