ეს რეცეპტი კურნავს  ჩვეულებრივი რადიკულიტის, მიოზიტის, ადრეული ხაზებისა და შიდა ნევრალგიის დაავადებებს

1158

ეს რეცეპტი კურნავს  ჩვეულებრივი რადიკულიტის, მიოზიტის, ადრეული ხაზებისა და შიდა ნევრალგიის დაავადებებს

რადიკულიტი თავ-ზურგტვინის ერთ-ერთი ნერვის ფესვის ანთებაა. იგი მოულოდნელად, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იწყება: მცირე უხერხული მოძრაობის შედეგად ზურგში მწვავე ტკივილი აღმოცენდება. სტატისტიკურად რადიკულიტით დაავადებულია 50 წელს გადაცილებული ყოველი მერვე ადამიანი. ბოლო ხანს დაავადება საგრძნობლად გაახალგაზრდავდა: რადიკულიტს უჩივიან არა მარტო შუახნისა და ხანდაზმული ადამიანები, არამედ ახალგაზრდებიც.

სიმპტომები და მიმდინარეობა
რადიკულიტის მთავარი ნიშანია ტკივილი. მისი ლოკალიზაცია უშუალოდ არის დამოკიდებული იმაზე, ხერხემლის რომელ უბანშია ანთებადი ნერვის ფესვი. დაზიანების ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ:

  • კისრის რადიკულიტს;
  • კისერ-მხრის რადიკულიტს;
  • გულმკერდის რადიკულიტს;
  • გავა-წელის რადიკულიტს, რომელიც, თავის მხრივ, ან მწვავეა, ან ქრონიკული.

მიოზიტი ბევრისთვის პროფესიული დაავადებაა. ის ხშირად ემართებათ ისეთი პროფესიის ადამიანებს, რომელთა საქმიანობა ამა თუ იმ ჯგუფის კუნთების გადაძაბვას ან მოუხერხებელ პოზაში დიდხანს მუშაობას მოითხოვს (მევიოლინეებს, პიანისტებს, მბეჭდავებს, მძღოლებს). მიოზიტი აგრეთვე შეიძლება განვითარდეს გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვისას კუნთების მკვეთრი გადაძაბვის გამო, ტრავმის შემდეგ ან ძლიერი გადაცივებისას. ქრონიკული მიოზიტი მწვავე მიოზიტის შედეგი ან რომელიმე ინფექციის გართულებაა.

ნევრალგია – დაავადება, რომელიც წარმოადგენს ნერვების დაზიანებას, რასაც თან ახლავს ძლიერი ტკივილი. ხშირად ემართებათ ხანდაზმულ ადამიანებს. ნევრალგია არ აღინიშნება ბავშვებში.

ნევრალგიის ძირითად სახეობებში გამოიყოფა:

სამწვერა ნერვის ნევრალგია; ნეკნთშორისი ნევრალგია; ენისა და საყლაპავის ნევრალგია; თეძოს ნერვის ნევრალგია; იშიასი; ბარძაყის გარე კანის ნერვის ნევრალგია; კეფის ნერვის ნევრალგია.

მიზეზები

დაავადების წარმოშობის მიზეზებია:

ნერვების დამაზიანებელი ტრავმები; ნერვის ანთებითი ან ინფექციური დაავადებები; სიცივეში დიდხანს ყოფნა; ნერვული სისტემის დაავადება; გულსისხლძარღვთა დაავადება; შაქრიანი დიაბეტი.

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:

სახის ქვედა ნაწილის ტკივილი და გრძნობის დაკარგვა;

გულმკერდის არეში ტკივილი;

თეძოში ტკივილი, რომელიც მთელი სიმწვავით გადადის ფეხის ბოლომდე;

პულსირებადი ტკივილი ზურგის არეში, რომელიც გადადის თავზე და აწვება თვალებს.

ხალხური მედიცინა გთავაზობთ საოცრად ეფექტურ რეცეფტს, რომლებიც დაგეხმარებათ ამ პრობლემების გადაჭრაში

Ხსნარის მომზადება:

შეურიეთ იოდი და გლიცერინი (იყიდება აფთიაქში) თანაბარი პროპორციით, კარგად შეანჯღრიეთ ბოთლი (უნდა იყოს მუქი მინისგან).  ამ ნარევში ჩაყავით ბამბის ტამპონი, შეიზილეთ ზურგი და მთელი მტკივნეული ადგილი, ხერხემლის გარდა .

Საჭიროა 15 პროცედურა და ისინი უნდა გაკეთდეს ყოველ მეორე საღამოს ძილის წინ. აუცილებლად კურსი მიიყვანეთ ბოლომდე.

ეს რეცეპტი არ არის შესაფერისი მათთვის, ვისაც იოდის აუტანლობა ან ალერგია აქვს.

Facebook კომენტარები