პოდაგრას მკურნალობა: აი როგორ გავთავისუფლდეთ მისგან

2153

პოდაგრას მკურნალობა: აი როგორ გავთავისუფლდეთ მისგან

რა არის პოდაგრა?

პოდაგრა, ანუ ნიკრისის ქარი, ჩვენში საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის ცოდნა მის შესახებ ხშირად მხოლოდ ფეხის პირველი თითის სახსრის დაზიანებითა და ტკივილით შემოიფარგლება. მართლაც, ამ დაავადებისთვის დამახასიათებელია ქვედა კიდურების სახსართა უპირატესი დაზიანება და ამაზე მეტყველებს თავად სახელწოდება “პოდაგრაც”, რომელიც ბერძნულიდან მომდინარეობს და ქართულად “ფეხის ხაფანგს” ნიშნავს.

მაგრამ პოდაგრამ სხვა, გაცილებით მძიმე დაზიანებებიც შეიძლება გამოიწვიოს: როგორც სხვა სახსრებისა, ისე შინაგანი ორგანოებისა, განსაკუთრებით კი თირკმელებისა, – რაც საფუძვლიან მკურნალობას მოითხოვს. პოდაგრა ორგანიზმის ზოგადი დაავადებაა, რომელიც ვითარდება გენეტიკური განწყობითა და ალიმენტური ფაქტორებით განპირობებული პურინული ცვლის დარღვევის გამო.

ნიშნები და სიმპტომები

პოდაგრა შეიძლება ნებისმიერ სახსარში განვითარდეს, მაგრამ ძირითადად ვითარდება კიდურების დამაბოლოებელ სახსრებში, როგორიცაა ფეხის თითები, კოჭები, მუხლები და ხელის თითები.

ამ მდგომარეობის ნიშნები და სიმპტომებია:

  • ძლიერი ტკივილი ერთ ან უფრო მეტ სახსარში
  • სახსარში შეიგრძნობა სითბო ან გახურება და არის ძალიან მგრძნობიარე
  • დაზიანებულ სახსარში დამის გარშემო შეშუპება
  • წითელი, პრიალა კანი დაზიანებული სახსრის გარშემო.

სიმპტომები სწრაფად, რამდენიმე საათის განმავლობაში ვითარდება და ძირითადად გრძელდება დაახლოებით 3-10 დღე (ცნობილი, როგორც პოდაგრას შეტევა).

დროის გასვლასთან ერთად სახსარი იბრუნებს ნორმალურ შეგრძნებასა და ფორმას და შეტევისაგან გამოწვეული ტკივილიც სრულად ქრება.

თითქმის ყველა ადამიანს, ვისაც სჭირს პოდაგრა, ექნება განმეორებითი შეტევები მომავალში, ძირითადად ერთი წლის განმავლობაში.

რითი ვუნკურნალოთ პოდაგრას?

1. გამოიყენეთ ყინული:

პოდაგრის შეტევის დროს სახსრები მგრძნობიარე და შეშუპებულია. ყინულის პაკეტის გამოყენებამ დროებითი შვება შეიძლება მოგგვაროთ.

2. ასწიეთ ფეხი:
ფეხის ბალიშით ოდნავ მაღლა აწევა შეშუპების შემცირებაში დაგეხმარებათ.

3. მედიკამენტები:

დაიწყეთ მედიკამენტების მიღება, რომლებიც დაუყოვნებლივ ამცირებს თქვენს ტკივილს. ამ შემთხვევაში ყველაზე გავრცელებული წამლები არის ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. ეს მედიკამენტები ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას. თუ თქვენ ხართ პოდაგრის ქრონიკული პაციენტი, უნდა მიიღოთ მედიკამენტები, რომელიც ამცირებს შარდმჟავას დონეს თქვენს სისხლში.

4. ეპსომას  მარილი:

ეს არის ერთ – ერთი საუკეთესო ადგილობრივი მკურნალობა პოდაგრის ტკივილის დროს. მარილს შეუძლია გაათავისუფლოს ტკივილი მწვავე პოდაგრის დროს. ეს არის მინერალი, რომელიც შედგება მაგნიუმისა და სულფატისგან. ასე რომ, ეპსომის მარილიანი ცხელი წყლის აბაზანა შესანიშნავია.

5. კურკუმის გამოყენება:

კურკუმა ანთების საწინააღმდეგო ხასიათისაა და ამიტომ სასარგებლოა პოდაგრის ტკივილის დროს. გააკეთეთ კურკუმას ფხვნილის გლუვი პასტა წყლით და გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში. წაისვით თბილი პოდაგრაზე  და დატოვეთ მთელი ღამით.

Facebook კომენტარები